30.05.2012
saatis isrebs,
35, Tbilisi, Gruusia

საათის ისრებს მიჰყვება ღამე,
ნელა თენდება-იძინებს მთვარე,
მე ჩუმად ვუსმენ წარმავალ
წამებს
და წარსულს ვატან მიმავალ
ღამეს..
ფიქრი შეჩერდა-საათიც დუმდა,
თითქოს რაღაცის გაგება
მსურდა,
ვინ იცის იქნებ არც თენდებოდა,
ეს დრო,ეს წამი არ ჩერდებოდა…
იქნებ ბოლოჯერ ვუყურებ
მთვარეს,
და ვეღარასდროს შევხვდები
ღამეს,
ან იქნებ გული სულ სხვას
ფიქრობდა,
დრო არ იცდიდა,სადღაც
მიჰქროდა,
შიშმა შემიბყრო,გული
ათრთოლდა,
უკანასკნელ წამს სულ შენ
გნატრობდა..
შენ არ გამოჩნდი (მემალებოდი)
მეკი უზომოდ მენატრებოდი,
ჩუმად მიმზერდი,ნაბიჯს არ
დგამდი,
რაღაც საოცარ არსებას ჰგავდი..
მოახლოების სურვილი მკლავდა,
ირგვლივ ბუნება სამოთხეს
ჰგავდა,
მინდოდა წამით ჩაგხუტებოდი,
მაგრამ ვიცოდი -
გაბრუნდებოდი…
ჯიუტად იდექ,მეკი გნატრობდი,
შენსკენ მოვდივარ-
მომიახლოვდი...
!!!

2 vaatamisi
 
Kommentaarid
Qetushkebi5 30.05.2012

მინდოდა წამით ჩაგხუტებოდი,
მაგრამ ვიცოდი -
გაბრუნდებოდი…
ჯიუტად იდექ,მეკი გნატრობდი,
შენსკენ მოვდივარ-
მომიახლოვდი...!!!
*YES* *YES*

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.