23.12.2011
siyvarulia...
35, Tbilisi, Gruusia

სიყვარულია როცა შეიგრძნობ,

რომ შენ მის გვერდით სულ გინდა ყოფნა,

სულ გელანდება მისი თვალები,

ჩუმად გულიდან ამოგდის ოხვრა.

სიყვარულია,როცა დაინახავ,

და შეხედვისას გაგაჟრიალებს,

მოწყურებული ჩაეკონები,

გულს უნებლიეთ აგიფრიალებს.

სიყვარულია,როცა მასთან ხარ,

და მაინც მუდამ რომ გენატრება,

გინდა უყურო,მიეალერსო

როცა შორდები კი გული გწყდება.

სიყვარულია,რომ უსმენ ყურადღებით,

თავის რთულ წარსულს როცა გიყვება,

როცა გაუგებ კიდეც დაამშვიდებ,

და მისი გულიც რომ ამღერდება

სადაც უნდა იყო სულ მასზე ფიქრობ,

და ეს ფიქრები არასდროს ქრება,

სიყვარულია,რომ დარდობ მასზე,

რომ ერთი წამიც არ გავიწყდება.

ყოველი შეხვედრა და პაემანი,

რომ ორივესთვის სიხარულია

ასეთი გრძნობა და მონატრება,

ნამდვილად დიდი სიყვარულია

2 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.