08.11.2012
...
44, Gruusia

სუნთქვაშეკრული, სულგანაბული,
ჩუმად მოვუსმენ ჩემს გულისცემას,
ჩავიძირები ფიქრთა მოევში,
გავაშლევინებ ფრთებს ჩემს ოცნებას.

სულს ნებას მივცემ ცაში აიჭრას
და არწივივით გაინავარდოს,
როგორც აბრაგი ტყეში გაიჭრას
და არაფერზე აღარ იდარდოს.

სხეულს დავტოვებ ცოდვილ მიწაზე,
რომ შეერკინოს მტანჯველთა ლაშქარს,
თუნდ ქრისტესავით გამაკრან ჯვარზე,
ვერ შეველევი ბედის საჩუქარს.

ჩემს ნაოცნებარს გავანდობ ღრუბლებს,
რომ დედამიწას წვიმით მოუყვეს,
რატომ ვაპკურებ ვარდებს, გვირილებს,
სიყვარულისთვის დადენილ ცრემლებს.

ბროლივით წმინდა ცრემლით ვაუწყებ,
ჩემს ისტორიას მთის ნაკადულებს,
ჩუმად ავუხსნი, რომ ვერ ვივიწყებ,
უცხო ასულის ხვეულ კულულებს.

რომ ვერ ვივიწყებ უძირო თვალებს,
თითქოს ნაცნობს და ასე ახლობელს,
დაბნეულ მზერას, ალისფერ ლოყებს,
ჩემთვის წმინდას და ასე სასურველს.

თავს შევაფარებ იდუმალ ღამეს,
შევეფიცები მე ძმად ვარსკვლავებს,
ჩემს საიდუმლოს გავუმხელ მთვარეს,
რომ შემინახოს თავის ბნელ მხარეს.

როგორც დიდი ხნის უნახავ სტუმარს,
შევეგებები ვარდისფერ დილას
და მოვუყვები წუხანდელ სიზმარს,
ჩურჩულით ვეტყვი რომ მე ის მიყვარს.
მე ჩემს ოცნებას გავანდობ დილას:
„ვერ დავივიწყყებ იმას ვინც მიყვარს“,
ისევ და ისევ ვეტყვი ჩურჩულით:
„ვერ დავივიწყყებ იმას ვინც მიყვარს

3 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.