31.03.2012
***
47, Tbilisi, Gruusia


მოდიხარ, ისე, ჩვეულებრივ, თითქმის სხვებივით.
კითხვას სვამ, ყველა შემოსვლაზე მხოლოდ შენებურს...
და რომ ტკივილი დამიამო, უცებ ხვდები რით
დამამშვიდებ და კარებივით ღიას ტოვებ გულს.

დაწერე რამე?-შენ ამბობ და მე ისე ვღელავ,
როცა ზარმაცი მოზარდივით ვცდილობ გავწითლდე.
დავყურებ მაჯებს, ვიწრო მაჯებს და ვამბობ: ვერა!
გადავიღალე, ალბათ თორემ რამეს დავწერდი.



მე, გიხსნი როგორ გამირთულდა უკვე ეს წელიც,
შენ კი ხმამაღლა მეუბნები პოეტი ხარო...
და ლექსს თუ დაწერ უნდ იყოს ლექსი "მეწყერი".
ძნელია სიტყვა მკითხველამდე რომ მიიტანო.

მერე კი ყავა მიზეზია... და როცა ოხვრა,
სამზარეულოს კედლებს რჩება ყავის ორთქლივით.
შეგეკითხები გულუბრყვილოდ: კვლავ როდის მოხვალ?
და ასე ჩავტევ, ერთ კითხვაში, ერთად, ბევრ ტკივილს...


51 vaatamisi
 
Kommentaarid
agni121 01.04.2012

და ლექსს თუ დაწერ უნდ იყოს ლექსი "მეწყერი".
ძნელია სიტყვა მკითხველამდე რომ მიიტანო.

არავინ 31.03.2012

შეგეკითხები გულუბრყვილოდ: კვლავ როდის მოხვალ?
და ასე ჩავტევ, ერთ კითხვაში, ერთად, ბევრ ტკივილს...

EKA3EKA EKA3EKA 31.03.2012

მერე კი ყავა მიზეზია... და როცა ოხვრა,
სამზარეულოს კედლებს რჩება ყავის ორთქლივით...

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.