გერგეთის სამებიდან კვლავ გერტყვი მიყვარხარ ...
47, Tbilisi, Gruusia

მინდა ისე მაგრად ჩაგეხუტო,
ჩემს გულში დაგრვილი სითბო გადმოგედოს,
ცოტა შენც დაავადდე ჩემსავით სიყვარულით,
რომ მერე მაგ გულში კოცონად ამოგენთოს.

შენც გაიზიარო ეს გრძნობა სანატრელი
და მეც ამისრულდეს ოცნება, საწადელი,
მონასტრის გალავნიდან უჩუმრად გაპარული,
შენამდე მოღწეული, ფიქრებად დახატული.

როგორც აღსარებას ამ გრძნობას წარმოთქვამ
და როგორც ზიარებას მივიღებ სიყვარულს,
კვლავ დაველოდები მე უფლის განაჩენს
მორჩილდ გავყვები მის წმინდა ნაკვალევს...

უსიზმრო ღამეებში ნანახი ზმანებებით,
სანთლებად ანთეული თვალების გამოხედვით,
ამ ფიქრებს ჭიდილში გვიანღამ დავნებდები
და მერე ოცნებაში თერგს აღმა ამოვყვები.

გზადაგზა შეგიგროვებ თერგის მარგალიტებს,
მალულად მოვიპარავ შენთვის ცისარტყელას,
განა მისთვის მინდა ეგ ყელი დაგიმშვენოს?
უბრალოდ, შენ შეგერწყას ბუნების სილამაზე.

შენივე ფერებით ჩაიცვან ამ მთებმაც
და მერე დარიალმაც იქნებ გული გახსნას,
ვეღარსად გაუშვებს თერგს შეყვარებული
ყოველღამ მიუძღვნის ზვავების სერენადას.

და ასე გაგრძელდება საუკუნეები,
თუმც არ განელდება ტრფობა დარიალის,
ხანდახან ჩურჩულად ლოდებსაც ააგორებს
და მერე დაიწყება ქვათა ღაღადისი.

ჩურჩული გრუხუნად და მერე ცისჭექად,
რომ გარდაიქცევა გრძნობათ შემოტევა.
თანდათან დაცხრება თერგის სიამაყე,
პირბადედ აიფარებს ნისლებს დარცხვენილი.

უკვე ეს კლდეებიც თითქოსდა ერთდებიან,
უნდათ რომ შეუკრან მდინარეს კალაპოტი,
რომ სული აივსოს თერგით დარიალმა
და უხვად მიუძღვნას ნობათი სიყვარულის...

მერეე გულდამშვიდებული მეც გამოვუყვები
სიყვარულიან ვიწრო ბილიკებს,
გზადაგზა შეგიგროვებ ზეცურ მარგალიტებს,
მყინვარსაც ვესესხები ყინულის სამკაულებს.

გერგეთის სამებიდან კალვ გეტყვი მიყვარხარ,
მაღლიდან გადავხედავ მთებს ზეცას მიწეულთ,
მერე ამ სიყვარულს ზვავებად ავაგორებ
და შენთან სიკვდილიც კი ვეღარ დამაშორებს...

44 vaatamisi
 
Kommentaarid
ninosha 27.03.2012

გერგეთის სამებიდან კალავ გეტყვი მიყვარხარ,
მაღლიდან გადავხედავ მთებს ზეცას მიწეულთ,
მერე ამ სიყვარულს ზვავებად ავაგორებ
და შენთან სიკვდილიც კი ვეღარ დამაშორებს...

dadunamartoa 27.03.2012

ინდა ისე მაგრად ჩაგეხუტო,
ჩემს გულში დაგრვილი სითბო გადმოგედოს,
ცოტა შენც დაავადდე ჩემსავით სიყვარულით,
რომ მერე მაგ გულში კოცონად ამოგენთოს.

galaxyca 26.03.2012

vici es leqsi:))

sainteresoa:))

teamasi 25.03.2012

როგორც აღსარებას ამ გრძნობას წარმოთქვამ
და როგორც ზიარებას მივიღებ სიყვარულს,
კვლავ დაველოდები მე უფლის განაჩენს
მორჩილდ გავყვები მის წმინდა ნაკვალევს...

არავინ 25.03.2012

მერეე გულდამშვიდებული მეც გამოვუყვები
სიყვარულიან ვიწრო ბილიკებს,
გზადაგზა შეგიგროვებ ზეცურ მარგალიტებს,
მყინვარსაც ვესესხები ყინულის სამკაულებს.

EKA3EKA EKA3EKA 25.03.2012

გერგეთის სამებიდან კალვ გეტყვი მიყვარხარ,
მაღლიდან გადავხედავ მთებს ზეცას მიწეულთ,
მერე ამ სიყვარულს ზვავებად ავაგორებ
და შენთან სიკვდილიც კი ვეღარ დამაშორებს...

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.