24.06.2011
siyvaruli
37, Tbilisi, Gruusia

ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა გრძნობა და ერთ მშვენიერ დღეს
გრძობებს გამოუცხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ უცებ მოამზადა ნავები და
გასცურეს. მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე უკანასკნელ მომენტამდე. როცა კუნძული
თითქმის დაიფარა წყლით, სიყვარული შველას ითხოვდა.

ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას:
განცხრომავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არა, - უპასუხა განცხრომამ - ჩემს ნავზე
იმდენი სიკეთეა, რომ ადგილი აღარ მაქვს!

სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის:
პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო
სიყვარულო, შენ მთლად სველი ხარ და დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს! უპასუხა
პატივმოყვარეობამ.

შორიახლო გასცურა მწუხარებამ. მწუხარებავ ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე, -ოჰ
სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა, მარტო დავრჩე.

მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებას, მაგრამ ის იმდენად აღრფთოვანებული იყო
თავისი ბედნიერებით, რომ ვერც გაიგონა სიყვარულის ძახილი.

უცებ მოესმა ხმა: სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე. ეს იყო მოხუცი. სიყვარული
იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს
მიუახლოვდნენ, მოხუცი თავისი გზით წავიდა. როცა სიყვარული მიხვდა, რამდენად
დავალებული იყო მოხუცისგან, სხვა მოხუცს, ცოდნას მიმართა: ვინ დამეხმარა მე? ეს
იყო დრო. უპასუხა ცოდნამ. დრო? მაგრამ რატომ დამეხმარა დრო? ცოდნამ გაიღიმა და
უპასუხა: იმიტომ რომ მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად დიდებულია ს ი ყ ვ
ა რ უ ლ ი

20 vaatamisi
 
Kommentaarid
... 09.07.2011

ra kargia ...

morphius 27.06.2011

:-)

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.