ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას
33, Tbilisi, Gruusia

ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,
ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.

ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს
და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,
ნურასოდეს მოატყუებთ ალალ–მართალ კაცს
და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.

ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,
ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,
სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,
ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც,
არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.

ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,
უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,
ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,
არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად

19 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.