მე ვიწვი
37, Tbilisi, Gruusia

მე ვიწვი საკუთარი გაორების ღალატისთვის, მე დავიწვი მესთან დაწყებული თამაშისთვის, დამთენდება შევაჩერო ორეულთან პანაშვიდი თავი დავიტირო მაღლა ვითომ გავხდე მშვიდი. დავეძებ წლებს სხვენში გადაკარგულს მტვერში. დამწვარ სიყვარულს ისევ დავეძებ ფერფლში, მაგრამ ამაოდ უკვე ჩავედი საძირკველში ვხედავ ნეშტიც აგარ დარჩენილა მიწისქვეშეთში. მე ვიხრჩობი სიამაყის ცრემლში შავი და თეთრში, მიწევს ძებნა დასასრულიდან უსასრულობის წლებში. გავუშვებ მტრედს გაფრინდეს ხელიდან–ხელში გავატან ცაში იმედებს დამარხულს ჩემში, იქნებ და მაპოვნინოს გასაღები რწმენის, რომ აღარ ვიწვოდე, ვეძებდე იმედებს მტვერში. რომ აღარ ვეძებდე დაკარგულ ორეულს ფერფლში, მე მჯერა გავიმაჯვებ საკუთარ მეში.

3 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.