28.09.2011
.........
32, Poti, Gruusia

არ ვიცი რა დაგარქვა, არ ვიცი რა გიწოდო,
არ ვიცი რანაირად და როგორ მოგიპოვო.
არ ვიცი რით გაგართო, არ ვიცი რით გაგათბო,
არ მინდა სიზედმეტით მოგბეზრდე და დაგკარგო.

მოგიძღვნი ამ გულში არსებულ ყვავილებს,
დავკრეფ და ფეხქვეშ მე კრძალვით დაგიფენ.
მინდა, რომ ჩვენ ერთად შევიგრძნოთ სამყარო,
ხელის გულზე დაგისვა და ასე გატარო.

ჩემთან ხარ ოცნებას შემატე ფერები,
ჩემს კალთაში თავი გიდევს, თმებზე გეფერები.
ვერ ვიხსნი ვერაფრით ვარდისფერ სათვალეს,
შენი ვარ ახლაც და მერეც, ჩათვალე.

წვიმაში დავრბივართ, ვერთობით ვსველდებით,
დავქრივარ, დავფრინავ ვერაფრით ვჩერდები.
მინდა, რომ გავიგო შენგან ეს სიტყვები:
“მჭირდები, მჭირდები, მჭირდები. მჭირდები.”

დავივლით ამ ქუჩებს სიმღერით, ღიღინით.
უკან მოვიხედავ, თამამად მიღიმი.
და ეს ღიმილი მე ცამდე ამიყვანს,
ზოგჯერ ჭკუიდანაც გადამიყვანს.

ახლა ამ ჩემს გულში თოვლად მევლინები,
მალულად, ჩუმად, ნელ-ნელა მეყინები.
სურვილი მაქვს გაგათბო, გაჩუქო სხივები,
გავცუროთ მდინარე ოცნების ტივებით.

მიკვირს, რომ ხანდახან თავსაც ვერ ვერევი,
ასე ხელს ჩავიქნევ ყველაფერს ველევი.
სასოწარკვეთა იმდენად შემიპყრობს
იმედი მაქვს, რომ უფალი შემინდობს.

შენს სულში მე ვხედავ რაღაც ამოუცნობს,
ვისწრაფვი შევიცნო შენში დაფარული.
და თუნდაც ოცნებამ ფიქრები არიოს


 

4 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.