25.04.2012
****
38, Tbilisi, Gruusia

საიდან მოხვედი ასეთი ქარიშხლით,

სიყვარულს რომ აფენ ცასა და სამყაროს,
იცოდე სიყვარულს ვერაფრით დამიშლი,
არ მინდა უშენო დღეებმა დამღალოს.

ვინა ხარ, გულში რა თამამად აბიჯებ,
მოხვედი უცხო და აზრებით ნაცნობით,
და ახლა შენ ჩემში ბავშვობას ადინჯებ,
გუშინ რომ ქვეყანას იკლებდა ანცობით.

აპრილებს ვეცეკვოთ, ხელები გაშალე,
სად იყავ აქამდე, რარიგად ვდარდობდი...
შენა ხარ ვისთვისაც წარსული წავშალე,
შენა ხარ მე ვისაც სიცოცხლეს ვანდობდი.

0 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.