მინდა რომ იყო ჩემი,
და იფერებდე მორცხვად...
თვალს გემჩნეოდეს ცრემლი,
შორს ვიქნებოდი როცა...
მინდა იწყენდე მაშინ,
თუ შემნიშნავდი წყენას,
როგორც პატარა ბავშვი
ჩემთან იჩლექდე ენას...
ყველგან ამბობდე -,,მიყვარს," გყავდე გულში და გულთან...
მიძღვინიდე ლამაზ სიტყვას
და ყოველ ამოსუნთქვას...
რომ მიფიცებდე, გწამდე -
მინდა გიყვარდე ასე...
მინდა სულ გვერდით მყავდე,
სულ ჩემით იყო სავსე...
Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!