20.04.2012
***
33, Tbilisi, Gruusia

გიყურებ ვფიქრობ ნეტავ რამ შეგქმნა?!
ასე ლამაზი და ასე ტურფა,
არ დაინანა და მოგანიჭა
ყველა სიკეთე შენ ასე უხვად.
მოგცა სინაზე და სილამაზე,
მოგცა მშვენება უცხო ტანისა;
ხარ მათრობელა ტკბილი ბადაგი
ახლად დაწურულ ქართულ ვაზისა.
გიყურებ, მზერა მათრობს მე შენი,
მინდა გიყურო კვლავ უსასრულოდ,
რომ დავივიწყო დღეს რეალობა
და სამოთხეში ვიმხიარულო.
მინდა შეგეხო, გაკოცო,
ვიგრძნო ტუჩების გემო;
კვლავ გეალერსო, გულში ჩაგიკრა,
შენ ანგელოზო ჩემო.
გითხრა- თუ როგორ მიყვარხარ,
გითხრა- თუ როგორ მსურხარ,
რომ შენ ხარ ერთადერთი
ვინც მე მიშველის მხურვალს!

25 vaatamisi
 
Kommentaarid
მია 20.04.2012

*THUMBS UP* *THUMBS UP*

cisiaa 20.04.2012

რომ შენ ხარ ერთადერთი
ვინც მე მიშველის მხურვალს!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.