ეს ახლა დავწერე, არ ვიცი რატომ მაინცდამაინც ახლა, მაგრამ მომინდა წერა და .. :)
33, Tbilisi, Gruusia

ეს მხოლოდ ერთხელ ხდება? სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის? - ვეკითხები ჩემ თავს, მაგრამ პასუხი არაა, ირგვლივ სიცარიელეა. განა შეიძლება, გიყვარდეს ერთი ისე ძლიერად როგორც მეორე ან გიყვარდეს ისევ ისე, როგორც მაშინ, ძველად. თავად სიყვარული რა არის ამოუცნობი, სიტყვებით რომ ვერ ახსნი, ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია კაცთათვის ალბათ, რომ გათრობს, გაბრუებს, რეალობას გავიწყებს და ისეთ რამეს გაკეთებინებს რასაც სხვა დროს ლოგიკურ ახსნას ვერ მოუძებნიდი. ესაა ორი სულის კავშირი, რომელიც ერთ მთლიანობას ქმნის, ერთი არსია- საოცრებაა მართლაც. ხშირად ფიქრობ როდის მოვა, გეწვევა ეს დიდებული გრძნობა, იქნებ ახლა სწორედ ამ წუთას, იქნებ ხვალ, ზეგ,...დრო გადის არაფერი იცვლება, შემდეგ კი პაუზა: ცდილობ სხვა რამეზე გადაერთო და განაგრძო ცხოვრება, ანდა ცოტახნით სულ არაფერზე არ იფიქრო, ყველაფრისგან დაისვენო, გათავისუფლდე და გაათავისუფლო გონება, სიმშვიდეში იყო ისე, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე საათით. დარწმუნებული ვარ აბსოლიტურად, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში ყველას უყვარდება, უყვარდება სიგიჟემდე, სიცოცხლეზე უფრო მეტად, თუმცა ეს მომენტი ყველას თავისებურად აქვს დანახული წარმოსახვაში. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა- თუნდაც ქუჩაში მიმავალს, ან სადმე ნებისმიერ ადგილას ყოფნისას- მისი დანახვისას რაღაც გიგრძვნია, საოცრად მიუზიდიხარ. მისი გამოხედვა, მისი მანერა, ღიმილი - ამ ყველაფრის ტანდემი რაღაც საუცხოოს აღვიძებს შენში, 2 წამით გაგიელვებს თავში იქნებ ის ისაა, ის ერთარდერთი ვისაც ამდენი ხანია ვეძებ, ვისაც შემიძლია მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვნა... ის მიდის შენ არ იცი როგორ მოიქცე, უკან გაყვე?! თუ ეს ბედია?! და თუ ბედია ის კვლავ შეგხვდება, ამის გწამს მთელი არსებით, ამას იჯერებ და განაგრძობ გზას ჩაფიქრებული. მერე ისევ ეს მძიმე რეალობა გეჯახება თვალწინ, უცბად ფხიზლდები და ერთვები ძალაუნებურად მის ერთფეროვან ყოფაში, ფიქრი კი შენს ქვეცნობიერში ჩადის ღრმად, იქ თავსდება და ელოდება შესაფერის მომენტს ზედაპირზე, რომ ამოტივტივდეს და შეგახსენოს თავი კიდევ ერთხელ, მეორედ და ვინ იცის კიდევ რამდენჯერ.

46 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.