ციფრების ენა
52, Tbilisi, Gruusia

ერთ-ერთ ამერუკულ ფორუმზე, გოგონამ შემდეგი ხასიათის შეკითხვა დასვა:

"ლამაზი, მხიარული და ჭკვიანი გოგონა ეძებს ცხოვრების მეგზურს. მსურს ცოლად გავყვე მამაკაცს, რომელიც წელიწადში სულ მცირე 500 ათას დოლარს გამოიმუშავებს".

ერთ-ერთმა ახალგაზრდა ფინანსისტმა არ დაიზარა და უპასუხა მას:

"დიდი ინტერესით წავიკითხე შენი პოსტი. და აი როგორ ვხედავ ყოველივე ამას მე: შენი წინადადება იმ მამაკაცის თვალსაზრისით, როგორიც ვარ მე - ცალსახად წამგებიანი გარიგებაა, და აი რატომ. მოკლედ თუ ვიმსჯელებთ, შენ, საკუთარ სილამაზეს მთავაზობ ჩემი ფულის სანაცვლოდ. შესანიშნავია. მაგრამ, შენი სილამაზე ხომ წარმავალია, ჩემი კაპიტალი კი მზარდი?! რა თქმა უნდა, ჩემი კაპიტალის ზრდის ალბათობაც შეიძლება რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ შენც ვეღარ გახდები უფრო ლამაზი?!

ასე რომ ეკონომიკის ენაზე, შენ - გაუფასურებადი, წამგებიანი აქტივი ხარ, მე კი - მომგებიანი. მაგრამ, შენ არა მხოლოდ გაუფასურებადი აქტივი ხარ, არამედ შენი ფასეულობა ძალიან სწრაფად ეცემა და 10 წლის შემდეგ შენ აღარავინ შემოგხედავს. შენი შეძენა [რასაც შენ ითხოვ] - ცუდი ბიზნესია, ხოლო ქირით აყვანაზე დაფიქრება შეიძლება.

ჩემი სიტყვები თუ სასტიკად და უსამართლოდ მოგეჩვენა, მაშინ იმაზე დაფიქრდი, თუ როგორ მოიქცეოდი შენ ჩემი გაკოტრების შემთხვევაში. ასე რომ სამართლიანობის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, როდესაც შენი სილამაზე გაქრება, მე ამ აქტივის მოშორება მომიწევს. ეს ძალიან მარტივია. ასე რომ გარიგება, რომელსაც ჩემთვის აქვს აზრი - პაემანია და არა ქორწინება. ვგონებ, რომ ცოტათი მაინც დაგეხმარე.

ჰო მართლა, თუ მზად ხარ ქირასთან დაკავშირებული პირობების განსახილველად - შემატყობინე!"

17 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.