უშენოდ აწვიმთ გვირილებს
45, Saint-Pierre-la-Garenne, Prantsusmaa

გვირილებს ისევ უშენოდ აწვიმთ,
როგორ არ მინდა, კიდევ რომ წვიმდეს,
და როგორც ადრე, ახლაც ჩემს თვალწინ
უტყვი დღეები ერთმანეთს მისდევს.

ახალ დღეს ისევ მოჰყვება წვიმა
და ყველა წვეთი შენს თავს მახსენებს,
ვერაფერს ვერ ვცვლი, ისე ვით წინათ
მე და გვირილებს დარდი გვასველებს.

აწი არასდროს არ დავწერ ლექსებს,
ვფიქრობ და წერას ვიწყებ მაშინვე,
არ მინდა, სიტყვა სასჯელად მექცეს
და საკუთარ სულს თვითონ ვაშიშვლებ.

შენს მონატრებას გულდაგულ ვკემსავ,
მე შენს გარეშე მუდამ ჩრდილი ვარ,
მგონი, ერთიც ვერ დავწერე ლექსი,
რომ არ გკოცნიდეთ შენ და გვირილას.

ჩემი ტკივილი ზეცას გავანდე
და სამადლობელს წინასწარ ვწირავ...
მე და გვირილებს, როგორც აქამდე
ისევ უშენოდ გვასველებს წვიმა...

0 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.