21.10.2012
monatreba
45, Saint-Pierre-la-Garenne, Prantsusmaa

დღეს ფოთოლცვენამ მომიქსოვა
სევდის საკაბე,
შემოდგომაა, სექტემბრის თვე,
შენ კი არა ხარ,
მენატრები და სულ ამაოდ

ვცდილობ გაგექცე,
გაუსაძლისად,
უნებურად,
მინდა ქარდაქარ...
გამოვყვე დღეებს, შევეხიზნო
სასურველ თითებს,
ამინდს სიყვითლე შეპარვია
სანამ ყვრიმალთან,
შევეხო წამებს, უშენობით
დაღლილს რიჟრაჟზე,
ისე, უბრალოდ,
ამიყვანოს
ხელში ხანდახან...
მზემ და საკინძედ მივეკერო
სხივებს ალისფრად,
ღამემ მანდილად მოიხურა
სიო დილამდე,
ჩემს მოლოდინსაც დაეწურა
თმენის ფიალა,
ფოთოლცვენაა
და ვიქეცი
მოხეტიალედ...

2 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.