......................................
45, Saint-Pierre-la-Garenne, Prantsusmaa

თუ ვინმემ ერთხელ მოგატყუათ, ის დამნაშავეა თქვენს წინაშე, მაგრამ იგივე პიროვნებამ, მეორედაც თუ მოგატყუათ, მაშინ თქვენ ბრძანდებით ბრიყვი.
არავის არაფერი დააბრალო შენს ცხოვრებაში:
კარგმა ადამიანებმა განახეს ბედნიერება,
ცუდმა ადამიანებმა მოგცეს გამოცდილება,
საშინელმა ადამიანებმა გაჩვენეს გაკვეთილი,
საუკეთესო ადამიანებმა გაჩუქეს დაუვიწყარი მოგონებები.არსებობენ ადამიანები , რომლებსაც არ მიწერ , არ დაურეკავ , არ დაელაპარაკები , მაგრამ შენთვის ისინი მაინც ყველაზე ძვირფას ადამიანებად დარჩებიან ...
ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რასაც ფეხით ვთელავთ….მაგრამ მაინც გვავიწყდება ცაში ახედვა….


ათას თვალს ვხედავთ,მაგრამ გვავიწყდება საყვარელი თვალების ფერი და სითბო…

რთულ და გაუგებარ საკითხებზე ვსაუბრობთ,მაგრამ ხშირად გვავიწყდება ის,რაც ელემენტალურია…

ხშირად ტყუილს ვამბობთ იმიტომ,რომ სიმართლის გვეშინია….

მილიონ სიტყვას ვამბობთ,მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს….

კოშმარულ სიზმრებს ვყვებით და გვავიწყდება ყველაზე ტკბილი სიზმრები…

ვიცით, რომ სურვილი არ ასრულდება,მაგრამ მაინც ვეძებთ ხუთფურცლიან იასამნის ყვავლის,როგორც ბავშვობაში…

ასობით ადამიანს ვხვდებით,მაშინ როცა გვენატრება მხოლოდ ერთი…

ვიღიმით მაშინ, როცა სინამდვილეში ტირილი გვინდა….

ვამბობთ,რომ ყველაფერი კარგადაა,როცა ძალიან ცუდად ვართ…

ხელებს ჯიბეებში ვიწყობთ,როდესაც ხელის ჩაკიდება გვინდა….

ვუსმენთ მუსიკას,როდესაც გვეშინია სიჩუმის…
უამრავ რჩევას ვაძლევთ სხვას,მაგრამ ვიცით ,რომ ჩვენ თვითონ მასე ვერასოდეს მოვიქცეოდით….




და ეს არის ცხოვრება….მაგრამ ჩვენ ამის დაჯერება ძალიან გვიჭირს.
სევდიანია დღე, ამინდიც - ისე რა, როგორც ერთ სიმღერაშია, არც წვიმს, არც თოვს, არც ქარია. ამ ბოლო დროს ყველაფერი ამერია, მაგრამ ყველაფრის და მიუხედევად ყოველი დღის მოსვლა მაინც მიხარია...

3 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.