სიკვდილი – ტრაგედია თუ უბრალოდ შვებაგაუზიარე მეგობრებს დააწინაურე ბლოგი
33, Tbilisi, Gruusia


შექმნილია: შაბათი, 13. აპრილი 2013 დრო 01:19.
შეცვლილია: ორშაბათი, 20. მაისი 2013 დრო 01:21.
სიკვდილი, ალბათ ეს ის მოვლენაა, რომელზეც ადამიანი ყველაზე ხშირად ფიქრობს. ალბათ ყველა ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ იმაზე თუ, რამდენად უაზროა ცხოვრება, მაგრამ ბევრს მაინც მოსწონს ის. ის ხომ მოულოდნელობით აღსავლეა. მოკლედ როგორც მჩვევია ყოველ ღამე დაძინების წინ ჩემს ლოგინში გათბობის შემდეგ ვფიქრობ სიკვდილზე, ვფიქრობ იმაზე თუ რატომ ვკვდებით ჩვენ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ და საერთოდ ღირს თუ არა სიცოცხლე ამდენ დაბრკოლებათ. დიდი ვერაფერი დასკვნა გამოვიტანე, მაგრამ რაღაცეებზე მაინც მივიღე პასუხი. პირველ რიგში, მინდა გითხრათ რომ სიკვდილი ტრაგედია არ არის, ეს პირიქით შეიძლება ითქვას რომ კარგიცაა, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცით რა ხდება მას იქით. ჩვენ, ადამიანები ყველანი სხვა კუთხით ვუყურებთ ამ ყველაფერს, არავინ გვინდა მოკვდეს რადგან მათ ჩვენ ვეღარასდროს ვნახავთ ამ “ცხოვრებაში”. სიკვდილი, სწორედ ის თემაა, რომელზეც ყველა ვფიქრობთ, მაგრამ ხმამაღლა ამაზე ერთმანეთთან არასდროს ვლაპარაკობთ, ასე ალბათ იმიტომ ვიქცევით რომ არ ვეთანხმებით ჩვენი რელიგიის მოძღვრებას და თან არ გვინდა ეს თვალნათელი გახდე. ბევრი ადამიანი სიკვდილის შემდეგ მარადიულ სიცოცხლეს, სამოთხეში მოხვედრას და ბედნიერებას ელის, ბევრსაც სჯერა რომ არსებობს ჯოჯოხეთი, სადაც ყველა ბოროტი იწვის. ბევრიც ფიქრობს, რომ ის ყოველთვის ცხოვრობდა დედამიწაზე, ჰქონდა წინა ცხოვრება და მომავალშიც სხვა ადამიანად დაიბადება, დანარჩენნი კი უბრალოდ სიკვდილს ელოდებიან, რომელიც მათი წუთისოფლის დასასრული იქნება და არავითარ გაგრძელებას არ ელოდებიან. მოკლედ რას გაუგებ ამ ხალხს?! მაგრამ ერთს დაზუსტებით გეტყვით ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად, მისი ეროვნებისა და რელიგიისა აქვს იმის იმედი რომ სიკვდილის შემდეგ არსებობს სხვა სიცოცხლე თუნდაც სამოთხეში, სხვა პლანეტაზე, ანდა სულად ისევ დედამიწაზე. ყველას გვაქვს ამის იმედი სწორედ ამით ცხოვრობს ადამიანი.
ერთ-ერთ ბლოგზე წავაწყდი გამოკითხვას სადაც შემდეგნაირი კითხვა იყო დასმული:
გეშინია სიკვდილის ? გამოკითხვაში სულ 1166 user-მა მიიღო მონაწილეობა, აქედან 441 დადებითად უპასუხა, 506-მა უარყოფითად ხოლო დანარჩენ 219-ს არ ჰქონდა ნაფიქრი ამ თემაზე.


აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას.
სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.
იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც დღე უკანასკნელი.
სიკვდილი ერთი ოთახიდან მეორეში გასვლას ჰგავს, მაგრამ არასოდეს იცი, თუ ვინ დაგხვდება იქ
ადამიანი, რომელიც უაზროდ კვდება, სიცოცხლის ღირსი არ არის
ამქვეყნიური ცხოვრებიდან ცოცხალი ვერავინ გააღწევს
ცხოვრების აზრი იმაში მდგაომარეობს, რომ ოდესმე იგი შეწყდება”
ყველა ადამიანს აკისრია სიკვდილს ვალი საკუთარი სიცო

74 vaatamisi
 
Kommentaarid
kobale 30.05.2013

gaachnia ra shemtxvevashia tragedia da rodis shveba.

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.