შიმშილის რიგი
40, Kutaisi, Gruusia

საითაც კი გაიხედა შიმშილის რიგი გადაჭიმულიყო.
დილიდან პურის რიგში იდგა.იცოდა ,შინ მისულს სამი წყვილი მშიერი თვალი შემოეფეთებოდა.შიოდა შიმშილს,შიოდა კაცსაც.რა ექნა?თხოვნანათაკილები სიტყვებით უკვე მერამდენედ ითხოვა მჭადის ფქვილი მეზობლისაგან და ჩაყლაპა თავმოყვარეობა.
პრასსა და ხახვზე გადაგორებული ღამეები...
ნახევრად უმი ლუკმები.....
ამბავი მოიტანეს:ხორბალით სავსე ვაგონები ჩამოდგაო...
შიოდა შიმშილს,შიოდა კაცსაც.რა ექნა?ცარიელი ტომარა ამოეიღლიავებინა და ღამის წკვარამში ფეხაკრეფით მიიპარებოდა,უბედურ დღეზე გაჩენილი, სინდისის ჩასაყლაპად.იქაც რიგი დახვდა.
გათელილი ღირსება...
შელახული თავმოყვარეობა...
დაკარგული სინდისი....
გაბოროტებულმა დაავლო ხელი ბაბუის ნაქონ მაუზერს:აწი რა ფასი აქვს ჩემს კაცობას,ვინც ამ დღემდი მიმიყვანა იმას მზე უნდა დავუბნელოო...იქაც რიგი დახვდა.

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2014

76 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.