კომპლიმენტის ჯადოსნური ძალა
40, Kutaisi, Gruusia

ომპლიმენტი[ფრანგ.compliment]-საქებარი სიტყვა ან ფრაზა, ქათინაური

კომპლიმენტს, იგივე ქათინაურს ჯადოსნური ძალა აქვს. მას ადამიანის გაბედნიერება შეუძლია. მცირეა იმ ინდივიდთა რაოდენობა, ვინც იცის, როგორ თქვას კომპლიმენტი და ასევე ძალიან ცოტაა პიროვნება, ვისაც დამსახურებულად შეუძლია მისი მიღება.

ზოგჯერ სხვისგან მიღებული კომპლიმენტი აუარყოფით ემოციებს და ადამიანთა შორის ურთიერთობის გაცივებას იწვევს.

რატომ უნდა ვთქვათ კომლიმენტები

გაიხსენეთ, როგორი სიამოვნება იგრძენით, როცა თქვენი ღირსებები და წარმატებები შეამჩნიეს, როგორ იცვლებოდა თქვენი დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაქებდათ. კომპლიმენტი ადამიანს საშუალებას აძლევს, გაიგოს, რომ ის შეამჩნიეს და შეაფასეს. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნიუანსია. კომპლიმენტის საშუალებით ნებისმიერი ინდივიდი მეტად თავდაჯერებული, წარმატებული, დაცული ხდება. კომპლიმეტნი ბედნიერების ერთ ერთი დიდი წინაპირობაა.

რატომ უჭირთ კომლიმენტბის თქმა

ზოგიერთი ადამიანი ადვილად და ხშირად ამბობს კომპლიმენტს, ზოგი კი პირიქით - იტანჯება, სანამ რამე საქებარ სიტყვას იტყვის. რატომ ხდება ასე? იქნებ ეს შურია, ან შიში იმისა, რომ მოსაუბრე მეტად გაკადნიერდება, ან იქნებ სხვისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ სურთ?

იმისთვის, რომ ჩვენმა კომპლიმენტმა ადამიანებში სასიამოვნო ემოციები გამოიწვიოს, საჭიროა, მათი სწორად გამოყენება ვიცოდეთ.

აუცილებელია, შევაქოთ არა მარტო ჩვენი ახლობლები და გარშემომყოფი ხალხი, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც თავის საქმეს კარგად აკეთებს, მაგალითად, მაღაზიის გამყიდველი, თმის დალაქი და ა.შ.

როცა კომლიმენუარყოფით ემოციებს იწვევს

დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც ჩვენი მისამართით სხვისგან მიღებული ,,თითქოსდა კომლიმენტისგან” გაღიზიანება და გაბრაზება გვიგვრძვნია, ან პირიქით ჩვენგან თქმულ კეთილ სიტყვას უარყოფითი ემოციები გამოუწვევია. მოდით, გავარკვიოთ, რა ძირითად შეცდომებს უშვებენ ადამიანები კომპლიმენტების თქმის დროს.

1. პირფერობა. დიდი სხვაობაა პირფერობასა და კომპლიმენტს შორის. ადამიანთა ურავლესობა ამ განსხვავებას გრძნობს. ფაქტობრივად, პირფერობა ტყუილს უტოლდება. კომპლიმენტს კი შეუძლია, რეალობა გაალამაზოს, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას.

2. ზოგადი სიტყვები, არაკონკრეტულობა. მაგალითად, კარგად გამოიყურები.

3. გაურკვევლობა, შეფასების სხვადასხვა შესაძლებლობა. მაგალითად, წვეულების მეორე დღეს: გუშინ შეუდარებელი იყავი.

4. არაგულწრფელობა. მაგალითად, მეგობარს მოუწონო ვარცხნილობა, რომელიც საერთოდ არ მოგწონს.

5. მეტისმეტობა, გაზვიადება. როცა კომპლიმენტი სიტყვით გამოსვლას ემსგავსება.

6. ხანმოკლე პერიოდულობა. მოსაბეზრებელია, როცა ადამიანი ხშირად ამბობს კომპლიმენტს, ეს ერთგვარ ეჭვსაც ბადებს.

7. უადგილოდ ნათქვამი კომლიმენტი. მაგალითად, როცა ადამიანი ჩქარობს, აჩერებ და ელაპარაკები მის უჩვეულო თმის ვარცხნილობაზე.

8. ბანალურობა. ტიპიური მაგალითი: ,, რა არაჩვეულებრივად გამოიყურებით.”

როგორ უნდა ვთქვათ კომლიმენტი:

1. კომპლიმენტის თქმის დროს ჩვენი სახეც და გამომეტყველებაც იგივეს უნდა ამბობდეს. ყველაზე კარგი კომპლიმენტიც კი, შეიძლება, არასასურველად იქცეს თუ მას შუბლშეკრული და მკაცრი ტონით ვიტყვით.

2. კომპლიმენტი უნდა დააკონკრეტოთ, უნდა განმარტოთ, რომ არა მარტო მოგწონთ, არამედ რატომ მოგწონთ ის. მაგალითად, თქვენი თმის ვარცხნილობა ძალიან მომწონს, ის კარგად კვეთს თქვენი თვალის ფერს.

3. თუ გსურთ თქვენი სიტყვა მეტად დამაჯერებელი იყოს, გაუკეთეთ კომპლიმენტი მოსაუბრეს ინდივიდუალურად, მიმართეთ მას სახელით და მოუწონეთ ის, რაც მასში მოგწონთ.

4. არ უთხრათ კომპლიმენტი ადამიანს, ვისგანაც რამე სარგებელს ელით - ეს პირფერობა იქნება.

5. თქვენი მისამართით გაკეთებულ კომპლიმენტს იგივე სიტყვებით არ უპასუხოთ. მაგალითად, თუ თქვენ მოგიწონეს სუნამო, თქვენც მის სუნამოზე ნუ გააკეთებთ აქცენტს. ეს ნიშნავს, რომ სხვა არაფერი გაქვს სათქმელი.

6. გამოიყენეთ კონტრასტი, რომ არ შენიშნონ არაგულწრფელი დამოკიდებულება. მაგალითად, თქვით, რომ არასდროს ხართ ისეთ პუნქტუალური, როგორც თქვენი კოლეგა.

7. მოერიდეთ გადაჭარბებულ შედარებებს. ილაპარაკეთ უბრალო და ჩვეულ საქმეებზე, დავდაჯერებული ადამიანის კომპლიმენტი, რომელიც საკუთარ ნაკლს აცნობიერებს და სხვის ღირსებებს ხედავს, დასაფასებელია.

8. თქვით ის, რაც უნდათ გაიგონ თქვენგან. როცა ადამიანები მოქმედებენ, ისინი გარშემომყობთაგან შექებას ელოდებიან. მიეცით მათ საშუალება, საკუთარი წარმატებებით დატკბნენ.

დაეხმარეთ ადამიანს, მიიღოს კომლიმენტი

ალბათ, შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, როგორ მიიღონ თუნდაც უბრალო გულწრფელი კომპლიმენტი. ეს მათ მორიდებულობაზე, საკუთარი თავის დაბალ შეფასებაზე მიუთითებს, ან შეიძლება სულაც არ იცოდნენ, როგორი ემოცია გამოხატონ ასეთ დროს. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლითაც ასეთი ტიპის ადამიანებს კომპლიმენტის მიღებას გაუადვილებთ .

1. როცა კომლიმენტს ეტყვით, მეორე კითხაც მიაყოლეთ მაშინვე. მაგალითად, რა ლამაზი კაბა გაცვია, სად შეიკერე?

2. ირიბი, დადებითი ემოციის გამოხატვა. მაგალითად, ჰკითხეთ რჩევა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. როცა ვინმეს რჩევას ეკითხებით, ამ გზით თქვენ აჩვენებთ, რომ ამ ადამიანის აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია.

როგორ მივიღოთ კომლიმენტი

მათთვის, ვინც კომპლიმენტს გვეუბნება, მნიშვნელოვანია, როგორ მივიღებთ მას. აუცილებელია, ვიცოდეთ ქათინაურების სწორად აღქმა. ამ შემთხვევაში, მოსაუბრეს ხშირად მოუნდება ჩვენთვის სასიამოვნო ფრაზების გამეორება.

თუ თქვენ მიღებულ კომპლიმენტს უარყოფთ და თავის დამცირებას დაიწყებთ, ეს კარგად არ იმოქმედებს შემდგომ ურთიერთობებზე. და პირიქით, თუ მოსაუბრესთვალებში უყურებთ და კომპლიმენტზეც დადებითად რეაგირებთ, ის თქვენს გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობს.

კომპლიმენტების მიღების ცოდნა აჩვენებს, რომ თქვენ კარგი და ღია ადამიანი ხართ, ხოლო მისი უარყოფა ამჟღავნებს, რომ ის ინდივიდი არ მოგწონთ, რომელსაც თქვენთვის ქათინაურების თქმა არ ეზარება.

25 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.