ეჭვი,სიმორცხვე,სრულყოფილება...
43, Tbilisi, Gruusia


ინდივიდუალური სრულყოფილება.
გაზაფხული ფანტაზიებს აღვიძებს და აღვივებს.ეს პერიოდი შესანიშნავ საშუალებას გვაძლევს,სულ ცოტა მონდომება და ---ფეხს შევდგამთ სრულყოფილებაში.მართალია,ეს ინდივიდუალურად თქვენი სრულყოფილება იქნება,მაგრამ სწორედ ამაშია ყველაზე დიდი პოზიტივი.წარმოიდგინეთ,რომ თქვენ დიზაინერის მიერ შექმნილი ნივთი ხართ---სასაცილო ამაში არაფერია.რით არის დიზაინერის შექმნილი ნივთები ძვირფასი?---თავისი განსხვავებულობით,ორიგინალურობით---ხშირ შემთხვევაში, ისინი არღვევენ ყველანაირ სტანდარტებს.ქალიც შეიძლება იყოს ასეთი, რომ არ ჰგავდეს არავის---იყოს ეფექტური,ერთადერთი და განუმეორებელი. ნუ იქნებით ორიენტირებულები იმაზე,ვინც ამ ინდივიდუალურობას ვერ დაინახავს. სტანდარტები იშვიათად არის საინტერესო, ინდივიდუალზმი კი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია...რამე ნაკლი გაქვთ?ეს არ არის ტრაგედია.ტრაგედია ის არის, ამის მეტი ვერაფერი დაინახო. კონკრეტული ნაკლის გამოსწორებაზე იმუშავეთ: კარგი მაკიაჟით, მოხდენილი ტანისამოსით და ლამაზი სიარულით ბევრი პატარა ნაკლის დაფარვა შეიძლება. მამაკაცები არც ისეთი ყურადღებიანები არიან,როგორც ქალებს ჰგონიათ.:) თავი დაინახეთ და შეიგრძენით ის, რაც მართლაც ლამაზი გაქვთ და რაც მთავარია გაეცით სითბო---ის ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ უკან.
ეჭვი,როგორც განაჩენი.
შეიძლება თქვენ სულაც არ ხართ დამნაშავე იმაში,რომ ეჭვმა მაგრად ჩაგავლოთ კლანჭები.სამწუხაროდ,ეს ნეგატიური შეგრძნება ძალიან ძლიერია,ზოგჯერ უკონტროლოც და შედეგებიც საკმაოდ მძიმე აქვს.ეჭვი ბადებს ბრაზსს და აგრესიას,ამიტომ ექიმებს დავუჯეროთ,რომლებიც ამბობენ,რომ ამით საფრთხეში აგდებთ თქვენს ფილტვებს,ღვიძლს და თირკმლებს. ეჭვი დეპრესიის ხანგრძლივი წყაროა და გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც პრობლემას უქმნის. როგორც კოცნის დროს, ეჭვიანობით გამოწვეული ნერვიულობისას გამოიყოფა ენდორფინები,მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეს იწვევს შფოთვას და არა სიხარულს. ვირუსებთანაც უსუსურია, რადგან ეჭვიანობით იმუნიტეთი უსუსტდება და მალე ხდება ავად. ეს ექიმები კი ვირუსებს მკურნალობენ და ეჭვს კი---ვერა....ამიტომ დაფიქრდით,ღირს კი ის ადამიანი იმად,რომ დაიზიანოთ ჯანმრთელობა, ნაადრევად დაბერდეთ და დაგავიწყდეთ, რა არის სიხარული? საშინელებაა იძინებდეთ და იღვიძებდეთ მხოლოდ ეჭვის გავლენის ქვეშ. მუდმივად იყოთ ავად და წამალიც არ გშველოდეთ.ამიტომ,განთავისუფლდით მისგან და ნუ აქცევთ მას თქვენი ცხოვრების განაჩენად!
არავითარი სიმორცხვე!
ქალი უნდა იყოს რეალიზებული.ეს მისთვის აუცილებელია.რეალიზებული გახსნილია და თავისუფალია,შესაბამისად ძალიან საინტერესოა.უპირველესად,დაივიწყეთ თეორიები,იმის შესახებ,რომ გაიკრათ მაცივარზე ანჯელინა ჯოლის,მონიკა ბელუჩის,შერონ სთოუნის და ა.შ. ფოტოსურათი,რათა ყოველთვის გახსოვდეთ,რა მნიშვნელობა აქვს ვიზუალს.ჭარბი წონა არ არის ტრაგედია.ხოლო,თუ ტრაგედიად აქცევთ,ამით მხოლოდ იმას მოიგებთ,რომ დეპრესიას და არასრულფასოვნების კომპლექსს აიკიდებთ.იპოვეთ საკუთარი თავი საყვარელ საქმეში, კარგად მორგებულ სტილსა და ხასიათში. აღმოაჩინეთ ფარული ნიჭი საკუთარ თავში და ხშირად გაიღიმეთ. ასე თქვენ გააქტიურებთ სეროტონინს---ბედნიერების,სიხარულის ჰორმონს.როცა ადამიანისგან პოზიტიური ენერგია მოდის,ის ყურადღების ცენტრში ექცევა,თქვენ იგრძნობთ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

77 vaatamisi
 
Kommentaarid
არავინ 13.04.2013

რამე ნაკლი გაქვთ?ეს არ არის ტრაგედია.ტრაგედია ის არის, ამის მეტი ვერაფერი დაინახო.

sopo-sopo sopo-sopo 13.04.2013

ჩვენ ხომ სამუზეუმო ექსპონატები არ ვართ---ჩვენ ადამიანები ვართ. :)

natomari 13.04.2013

მთავარია ლამაზი სულის პარტონები ვიყოთ და გავცეთ რაც შეიძლება მეტი ღიმილი . :) :*****

sopo-sopo sopo-sopo 13.04.2013

გენაცვალე სულში :*

sherlok-holms 13.04.2013

თავი დაინახეთ და შეიგრძენით ის, რაც მართლაც ლამაზი გაქვთ და რაც მთავარია გაეცით სითბო---ის ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ უკან............ :-) *ROSE*

sopo-sopo sopo-sopo 13.04.2013

ყოველთვის...და თუ არ დაგიბრუნდებათ,მერე რაა,სამაგიეროდ თქვენთან სიცივე არასდროს დაისადგურებს. :) :*

iraklidadiani 14.04.2013

ამიტომ,განთავისუფლდით მისგან და ნუ აქცევთ მას თქვენი ცხოვრების განაჩენად!
არავითარი სიმორცხვე!!!
*THUMBS UP* *KISSED*

sopo-sopo sopo-sopo 14.04.2013

:)

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.