დღეს, მურმან ლებანიძის დაბადების დღეა...
58, Tbilisi, Gruusia

შენ გუგულიანი საათი გიყიდია,
ჩემო ფიქრიავ, და კედელზე გიკიდია.

საათი გამოხდება, გუგული გამოხტება,
”გუგუს” შესძახებს და ჩემი დღე დამოკლდება.

შენ რა სიცოცხლეო? შენთვის - არაფერი!
შენი გზა ჭრელია, გრძელია საფრენი!

ღამეა, დედამიწა წყვდიადში ჩაძირული,
მიფრინავს სამუდამო ფრენისთვის განწირული.

მე ვგრძნობ ამ გასროლილ პლანეტათ მძვინვარებას,
მე ვგრძნობ სივრცის და დროის მდინარებას.

შენ გუგულიანი საათი გიყიდია,
ჩემო ფიქრიავ, და კედელზე გიკიდია.

მე ყრუდ მოწიკწიკე საათს ვამჯობინებ -
დროის მდინარებას ნაკლებად მაგრძნობინებს.

თენდება. შენ გძინავს. ქვეყანა იფურჩქნება,
ჯართს აჟღრიალებს და ქალაქი იშმუშნება...

თენდება. მეშვიდე საათი გამოხდა,
შენი საათიდან გუგული გამოხტა.

ადექ სიცოცხლეო - ჭრელია აპრილი,

შენი გზა ვრცელია, გრძელია საფრენი!

***

ბედნიერ იყავ ბოლომდის:
თუ ზღვებში დაგაგვიანდეს,
ისეთი ბედი გქონოდეს,
ხმელეთი დანაღვლიანდეს.
გისურვებ ლახვრას ბოროტის,
დიაცისაგან მოლოდინს...
ბედნიერ იყავ ბოლომდის!
ბედნიერ იყავ ბოლომდის!

 

8 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.