ახალი ამაზონელები?
58, Tbilisi, Gruusia

 როგორი მიუწვდომელი და თვითკმაყოფილი ჩანდნენ, მანქანის საჭესთან მჯდარი, ამაყად მომზირალი ქართველი ქალები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს გვერდით, თავმომწონედ ჩაუქროლებდნენ! იმ წუთებში, მათ თავი უძველეს მითიურ ამაზონელებად თუ წარმოედგინათ! დაუფარავად ტკბებოდნენ თავიანთი თავნებო-ბით და გამორჩეულობით. 
მაგრამ... ოჰ, ისევ ეს უბადრუკი მაგრამ! ამ მატერიალურ სამყაროში ვინ დაგაცდის ხანგრძლივ ბედნიერებას? ისევ, სხვა, მეოცნებე და ამბიციურმა ქალებმა დაარღვიეს მათი იდილია და თვითკმაყოფილება. მათაც, ისევე როგორც სხვებმა აისრულეს სანუკვარი ოცნებები - ისინიც, ამხედრდნენ მანქანებზე!
ქალაქში გახშირდა მღელვარე სიჩქარეებით და შეუბურველი სექსუალობით მსრბოლი ახალგაზრდა, აგრესიული ლამაზმანები. მათი უცხოური მანქანების უსასრულო თარეში. თუმცა, დღეს, თვალშეუდგამი სალონებიდან ამაყად ყელმოღერებულ მზერას, წინ სხვა ფეშენებელური საჭეთმპყრობელი ქალბატონის დაუმცხრალი მზერა ეღობება. 
მოულოდნელი სიახლე! და, ამ სიახლით განცდილი არასასიამოვნო იმედგაცრუება. თოვლის გუნდასავით მზარდი გაწბილება თითოეულ მათთაგანს ყოველდდღიურობის რუხ და უფერულ სინამდვილეში აბრუნებს. იმ, გაცრეცილ და ეფემერულ სინამდვილეში, სადაც მათი უკიდეგანო ამბიციები მოყირჭებულ ბანალურობად იქცა. 
გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ელიტარულობის და კომფორტისაკენ წრეგადასულმა ლტოლვამ დაამსხვრია მიუწვდომელი იდუმალება! და ახლა, როგორც მაშინ, როგორც უწინ ბედს შეგუებული თანამედროვე ამორძალები ისევ, იმავე სევდიანი შეფარვით აპარებენ მზერას - ისევ, ქუჩაში ეულად მოსიარულე მამაკაცებისაკენ.

/მ.შ./

8 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.