როს მთვვარე მკრთალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული....
58, Tbilisi, Gruusia


რად მგლოვიარობს შენი სული ღმერთდალეული

რად მგლოვიარობს შენი სული ღმერთდალეული,
ბადახშის ღაწვი ბნელის ჩრდილით ვინ შეგიმოსა!
ვაგლახ, მთოვარე გველს უპყრია იჭვით სნეული,
მწუხარე ცრემლებს დაუსეტყვავს ბაღჩის მიმოზა.
როს მთვარე მკრთალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული,
გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის,
აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის,
მე კიდევ - პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული!

შენს სასახლეში მგოსანს მხლებლად თუ ამიყვანდი,
ჩემ შორი-ახლოს ყოფნას თუ არ დაიზარებდი,
თან გსდევდი მუდამ, ვით შენივე ფერმკრთალი ლანდი.
შლეიფზე მაინც მრთოლვარ თითებს მოგაკარებდი.
როს მთვვარე მკრთალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული,
გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა, ვით თვალი ნატვრის,
აჰ რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის,
მე კიდე - პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული!...

კონსტანტინე გამსახურდია

7 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.