12.11.2012
-17-
29, Tbilisi, Gruusia

(არიის არიის აი პრინციპი ნაპოვნია

17 ხომ ვთქვი რომ 17

არის თუ არა ეს 17

მადლობა ღმერთო)

როგორც წესი ასე გამოხატავენ ხოლმე adjarabet_ზე რულეტკაში ზუსტი ციფრის დასმის შემდგომ ემოციას

მქონია ბედნიერება მენახა ეს სანახაობა მომღიმარი სახე და ლამაზ ფერებში აციმციმებული 17 და წარწერა რულეტკის დაფაზე

„გილოცავთ თქვენ მოიგეთ 1440.40“

ამ მომენტით ყველა ბედნიერია როგორც მოთამაშე რომელმაც მოიგო და ასევე თქვენწარმოიდგინეთ დილერიც რომელმაც იცის რომ დღეს თუ არა ხვალ ეს 1440 ლარი და 40 თეთრი მინიმუმ სამმაგად დაბრუნდება მისსავე „ფონდში“

რათქმაუნდა მოგება ყველას უხარია დიდსაც და პატარასაც,მდიდარსაც და ღარიბსაც სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც მაგრამ წაგება ეს ის თემაა რომელთანაც ბევრი შემაძრწუნებელი ფაქტი ასოცირდება

თავი მოიკლა...

ხიდიდან გადახტა...

კითხვის დაუსმელად ჩნდება პასუხი „წააგო“

ამ ხუთ ასოში ყველაფერი ნათელი ხდება

და მაინც რატომ გვიზიდავს ეს ავბედითი ადგილი ყველას,რა მაგიური ძალა აქვს...

რატომ ვერ ვხვდებით რომ ეს დაგვღუპავს ან იქნებ ვხვდებით მაგრამ რისკი გვიზიდავს რისკი იმისა რომ ან დაიქცევი ან აშენდები

როცა ჯიბეში (სადღაა საფულე) გაცრეცილი აკაკი წერეთლის პორტრეტის ერთადერთი ეგზემპიარიღა შემოგრჩენია რატომ არ შეჭამ ლავაშს ფენოვანს ლობიანს და მაინც რატომ იკლავ თავს იქ სადაც იცი რომ აკაკი წერეთელი ბორჯღალიან ირმის მონეტად იქცევა ან საერთოდ ისე გაქრება ვითომ არც ყოფილაო განა არ ჯობდა იმ ლობიანით ამოგევსო სტომაქი და ნაჭამი მიხვიდოდი სახლში მაგრამ არა!!!

და სწორედ ეს „არა“ ხდება ზემოთ აღნიშნული „კი“ს მიზეზი და აკაკი ილიად იქცევა ილია თამარად თამარი შოთად შოთა ქაქუცად და არმისული აღმაშენებლამდე ყველაფერი თავიდან იწყება და ბორჯღალიან ირმამდე ჩამოდის...

ერთმა არც ისე ჭკვიანმა ადამიანმა თქვა

„მე კაზინომ გამხადა მილიონერი_მაგრამ მაშინ უკვე მილიარდები მქონდა“_ო

არ შეგედავებით და ვიტყვი რომ ამ კაცს თავში ტვინი არქონია მილიარდი თუ გქონდა რაღას თამაშობდიო მაგრამ ვინც მილიონიდან მილიარდი ერთხელ უკვე იშოვა ის მეორედაც მოახერხებს ამას და კვლავ დაიბრუნეს იმას რაც დაკარგა მაგრამ

შენ შე კაი დედმამიშვილო გაცრეცილი ათლარიანით გინდა მწვერვალებს შეეთამაშო და მთვარეზე ვარდი დათესო?!

უკვე მერამდენედ უნდა თქვა

მე იქ შემსვლელი აღარ ვარ

მორჩა

მე გამოვსწორდი

სანამ ეს „წარამარა“ წუთისოფელი ლარივით არ გაგასწორებს მიწასთან არუნდა შეეშვა?!

და მაინც 17 ისევ და ისევ 17

არიიის მე ეს შევძელი

არის თუ არა ეს 17?!

დიახაც რომ არის ეს ის ჩვიდმეტია რომელმაც ახლა შენ 1440 ლარი მოგაგებინა მაგრამ შენს გარდა სხვა 1440 უცნობ „მოთამაშეს“ ასჯერ 1440 ლარი წააგებინა

ბოლოს და ბოლოს

უკანასკნელად გაკარი ხელი რულეტკის დაფაზე და თქვი რომ ....

რა უნდა თქვა შენ ხომ უკვე მოიგე ის რაც წაგაგებინებს ცხოვრებას...

დაე იყოს ნება შენი (ცენზურა)

მე ხომ ვეცადე შემეცვალა მაგრამ...

ერთი ამ ცხოვრების (ცენზურა)

არის 17!

5 vaatamisi
 
Kommentaarid
baller 13.11.2012

mSvenieria

Dane Dane 13.11.2012

gaixareee

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.