თუ მოგენატრები
38, Tbilisi, Gruusia

თუ მოგენატრები, აიფეთქე შენში ფიქრები,
შენი ფიქრებით შეარხიე ჩემი ფიქრები...
მზისკენ წამოდი, სხივებს გამოჰყე,
თვალდახუჭული დაგხვდები იქაც,
თვალდახუჭული მესტუმრე იქაც...
… მზეში შემოდი, მზეში ვიქნები...

თუ მოგენატრები, ააზღვავე შენი ფიქრები,
შენი ზვირთებით ააზვირთე ჩემი ფიქრები,
ზღვისკენ წამოდი, ზღვის ქაფს გამოჰყე,
სუნთქვაშეკრული დაგვხვდები იქაც...
სუნთქვაშეკრული მესტუმრე იქაც...
ზღვაში შემოდი, ზღვაში ვიქნები...

თუ მოგენატრები მიმოფანტე შენი ფიქრები,
ფოთლოლთ ჩურჩულში დაიჭირე ჩემი ფიქრები,
პეპლის საჭერი ბადით ხელში
მიეცი თავი ქარიშხლის ვნებას
უხმოდ აჰყევ და გამოჰყევ ნებას...
ქარში დაგხვდები, ქარში ვიქნები...

თუ მოგენატრები, ააფიქრე შენში ფიქრები
ფიქრად ნაფიქრი დაფიქრდება ჩემი ფიქრები
ნეტა, რა ხდება, ან რად ხდება,
და თუ კი ხდება, ფიქრი ვერ ხვდება?...
???...რომ ყველა ფიქრით შენს ფიქრს ვეხვევი
და ყველა ფიქრით შენკენ ვიხრები...???
დღესაც იქუხებს.... ფიქრში გამოდი...

წვიმად მოსული ეს მე ვიქნები...

4 vaatamisi
 
Kommentaarid
tedoqeti 19.11.2013

თუ მოგენატრები, ააფიქრე შენში ფიქრები
ფიქრად ნაფიქრი დაფიქრდება ჩემი ფიქრები

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.