მე ის ქალი ვარ,
შენს მოლოდინში დღე რომ დაუღამდა
და ფიქრჩამდგარი თვალებით
წინკართან რომ ტოვებს სითბოს,
არ შემიცივდესო.
მე ის ქალი ვარ,
რომელმაც არასოდეს იცის
როდის მოხვალ
და უდრტვინველად იტანს ყველაზე დიდ სასჯელს:
მოლოდინს,
ან იქნებ არც...
გელოდება ფანჯრის ფერად მინებზე მიბჯენილი სველი თვალებით
(და როცა მოხვალ, თავჩაღუნული მუჭით ამოიმშრალებს, არ შემამჩნიოსო)
რადგან ფიქრობს, რომ ცრემლები შენი სასჯელია.,,,, .
Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!