'თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა' – აკაკი ბელიაშვილი
65, Tbilisi, Gruusia

'...–რა ვიცით, კაცნი ვაართ! – ჩაიცინა ქაიხოსრომ, შემდეგ ბიჭებს თვალი ჩაუკრა და მოულოდნელად ქუჩებს მოეფინა ქართული ლაშქრული სიმღერის ხმები.
'...–რა ვიცით, კაცნი ვაართ! – ჩაიცინა ქაიხოსრომ, შემდეგ ბიჭებს თვალი ჩაუკრა და მოულოდნელად ქუჩებს მოეფინა ქართული ლაშქრული სიმღერის ხმები.
    შირაზის მცხოვრებთათვის სრულიად უჩვეულო იყო ასეთი შეწყობილი მრავალხმიანი და მძლავრი გუგუნა სიმღერის მოსმენა. მათი ყური შეჩვეული იყო გამყივან შიქასტა ბაიათებს და ერთხმიან, მოთქმისებურ სიმღერებს. ქართულმა ლაშქარმა კი სრულიად თავისებური სიხალისის ელფერი მოჰფინა შირაზის ქუჩებს. გრძელწვერა დარბაისელი სპარსნი, დიდებულნი და ვაჭარნი, მექარავნენი და მეომარნი, მოლები და ხოჯები, თვით ჩადრიანი ქალებიც  კი უნებლიედ ჩერდებოდნენ, აღტაცებით შესცქეროდნენ ამ უცხო ტომის მხედრებს, რომელთა სიმღერა მთელი შირაზის კიდეგანს სწვდებოდა...
...სიმღერის ხმები სწრაფად დაუახლოვდა ქერიმ–ხანის სასახლეს, ფანჯრებში შეიჭრა და დიდებულებით გარშემორტყმულ ირანის მბრძანებელს უნებურად თავი მაღლა ააწევინა.
   – გურჯები მოდიან, – სთქვა ქერიმმა და გაიღიმა...'

11 vaatamisi
 
Kommentaarid
juditi 21.07.2009

კაი ხალხი!!!
ესენი როა,ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა ,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა!!!*)

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.