Kasutaja landushki päevik

landushki
30, Tbilisi, Gruusia

22.10.2010

როცა ოცნებებს წიხლით გიტელავენ,როცა გამეტებენ თავს
როცა უმიზეზოდ ცრემლი მოგდის,როცა სულ არავინ გყავს
როცა სიმარტოვე გაგაგიჟებს,როცა მონატრება გკლავს
როცა სიყვარულში არ გიმართლებს,როცა არ უყვარხარ მას
როცა მწუხარება დაგიმონებს,როცა ხვდები კარგავ თავს
როცა უიმედო განსაცდელში ვეღარ ინუგეშებ თავს
მაშინ გახსოვდეს რომ ღმერთს ახსოვხარ მხოლოდ ის გვინათებს გზას 
ტაძარს მიაშურე სალოცავად წამსვე გაგიქარწყლებს დარდს
  


22.10.2010

გული გულს სული სულს
მე ხომ სიყვარული მსურს
თვალი თვალს ხელი ხელს
მერე ისევ გავშლი ფრთებს
წუთი წუთს წამი წამს
დრო ხომ უკვე აღარ გვაქვს
მალი მალ გზიდან გზას
გავყურებ და სევდა მკლავს
ტუჩი ტუჩს კვლავაც სთხოვს
უნდა ისევ რომ ნახოს
რუხი ცა კი ფარდას ქსოვს
გეგმავს ვიყოთ შორი შორს
ისევ წვიმს ისევ ქუხს
სადღაც კიდევ თოვს და თოვს
ოცნებები მიქრის შორს
გული კვლავაც შველას გტხოვს
წამი წამს წუთი წუტს
მინდა ვიყოთ ერთად სულ
   


იქნებ ყველა მანდილოსნისთვის არც არის ცნობილი, რომ საზოგადოების განვითარების რომელიღაც ქვედა საფეხურზე მამაკაცი არ იყო ქალის თანასწორი. ეს ამბავი ადამიანის გონების დანისვლის იმ დაწყევლილ პერიოდს მიეწერება, როდესაც დედაკაცი იყო მამაკაცი და პირიქით. ამას მატრიარქატი ერქვა. ეს იყო დრო, როდესაც არ არსებობდა ცნება ”შინაბერა”, ქალების მისამართით, ხოლო შინდარჩენილ გაუთხოვარ გონჯ და დაფეხვილ ვაჟებს მშობლები და შუამავლები ათასნაირი მოტყუებითა და შანტაჟით აღხოვებდნენ სოფლის ვაჟკაც დედაკაცებზე. ყველა ამ სიკეთესთან ერთად იყო ვაჟების მოტაცებაც, ძალადობაც და, წარმოიდგინეთ, ფიზიკური შეურაცხყოფაც კი.
არ იქნებოდა ზედმეტი, წარმოგვედგინა ეპიზოდი ამ ჩვენთვის სამარცხვინო და თავმოსაჭრელი ისტორიული წარსულიდან.
...სოფელ გამოქვაბულეთის ტერიტორიას მთვარე დაახლოებით ისე ანათებდა, როგორც ახლა ანათებს ხოლმე. გასათხოვარი ვაჟის…


eelmine 1 2 järgmine →
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.