Kasutaja nenenene27 päevik

nenenene27
114, Moskva, Venemaa

,,აბა ვინ მომცემს ბედის კამათელს

თორემ რაც მინდა იმას დავაჯენ,,


07.07.2013

დღეიდან ვისწავლი უგულოდ ცხოვრებას,
ცოტა მეტკინება, სულ ცოტა ძალიან,
უგულოდ ვიცხოვრებ, უგულო ვიქნები,
ადვილი იქნება, მარტივი ძალიან.
გული არ მექნება, აღარ მეტკინება,
არ გაუხეშდება სულიც ობოლი,
სული ეული, ჩემში რომ სახლობს,
რომელმაც ტკივილით დაღალა სხეული.
ვიცხოვრებ უგულოდ, ტკივილის გარეშე,
ცოტა მეტკინება იმ ცოტას ავიტან,
დღეიდან დავიწყებ უგულოდ ცხოვრებას,
ადვილი იქნება, მარტივი ძალიან.http://youtu.be/f36d31l2frE..



22.12.2010

დრონი მეფობენ', მათ დანდობა არა სჩვევიათ,
ცხოვრების გზაზე მოგვყვებიან ტაატ-ტაატით,
სხვა ყველაფერი ამაოა, წარმავალია,
მეფობს, მბრძანებლობს და ქვეყანას იკლებს ტრაბახით.

ვის შეგახვედრებს,ვის გადაგყრის ცხოვრების გზაზე
ვის-რაფერებით დაანახებს თავად სამყაროს,
ხან-ზე აგიყვანს დაფრენ ცაში და დანავარდობ
ხან-მიწას დაგცემს,ხელს გაუშვერ მავანს სამადლოდ.
ფეხი ავუწყოთ, მთავარია არგავემიჯნოთ
არ შეგვაშინოს მის მზაკვარმაფერისცვალებამ
ტაძრადმივიდეთ და დავანთოთ წმინდა სანთელი
იმედის,რწმენის,სიყვარულის გადასარჩენად...


მოდი
მე ახლა ვგავარ სიყვარულის ბოლო მოჰიკანს,
ჩემი ტალღები შენს ნაპირთან ეძებენ მოტივს
და სანამ ქარი ქუთაისის ღამეს მოყინავს,
მანამდე მოდი.
უნდა დაიწყოს ყველაფერი მაინც თავიდან,
უნდა მოეღოს საბოლოოდ ბოლო ამ ლოდინს,
და როცა თოვლში კანკალივით ვნება აგიტანს,
იმ ღამით მოდი.
რას იზამ, წუხელ ზამთრის ღამე მეც კი მიტევდა,
დიდხანს გფიქრობდი და თანდათან სიზმარშიც ვთრთოდი,
რა მარტოობის ცოლად შერთვა??? გადაწყვიტე და
უბრალოდ მოდი.
დეკემბერია, გაფენილა თოვის ნოტები,
ეს პოეზია შენს გარეშე დარჩება ოხრად,
ჰოდა იცოდე, ერთ საღამოს მეც კი მოვკვდები,
თუ კი არ მოხვალ


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.