gadawyvite da ubralod modi ! ! !
114, Moskva, Venemaa

მოდი
მე ახლა ვგავარ სიყვარულის ბოლო მოჰიკანს,
ჩემი ტალღები შენს ნაპირთან ეძებენ მოტივს
და სანამ ქარი ქუთაისის ღამეს მოყინავს,
მანამდე მოდი.
უნდა დაიწყოს ყველაფერი მაინც თავიდან,
უნდა მოეღოს საბოლოოდ ბოლო ამ ლოდინს,
და როცა თოვლში კანკალივით ვნება აგიტანს,
იმ ღამით მოდი.
რას იზამ, წუხელ ზამთრის ღამე მეც კი მიტევდა,
დიდხანს გფიქრობდი და თანდათან სიზმარშიც ვთრთოდი,
რა მარტოობის ცოლად შერთვა??? გადაწყვიტე და
უბრალოდ მოდი.
დეკემბერია, გაფენილა თოვის ნოტები,
ეს პოეზია შენს გარეშე დარჩება ოხრად,
ჰოდა იცოდე, ერთ საღამოს მეც კი მოვკვდები,
თუ კი არ მოხვალ

0 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.