Kasutaja KaeShan1 päevik

KaeShan1
30, Batumi, Gruusia

ხარ განსხვავებული
არ ხარ სტანდარტული, მასიური და ეტიკეტური.
არ გარტყამენ ბეჭედს ერთი ბრენდისას.
არ ხარ პოლიტიკოსი და არ ხარ ,,ისინი’’
არ ~გავხარ მათ. ამას ხვდები შენ და განსაკუთრებით ისინი
არ გარბიხარ წვიმის დროს-
გიჟია, ამ თავსხმაში რას გაჩერებულა!-ამბობენ ,,ისინი’’
შენი გონება არ არის შენივე აზრებისთვის ციხე, საკანი.
შენ შეგიძლია ყველა საკანი ღია დატოვო და პატიმრების(აზრების) გაქცევის არ შეგეშინდეს იმიტომ, რომ არ მალავ შენს აზრებს უცხოთაგან განსხვავებით, მათგან რომლებიც მალავენ ახლად ნაყიდ, მეწველ ძროხას უცხო თვალისგან დასაცავად.
შენ არ ხარ კარგი არც ცუდი, სადღაც შუაში ხარ. შუამავლობ კარგთან და ცუდთან.
შენ არ იცვამ წითელ ქოშებს, შენ ფეხშიშველი დადიხარ. შენ არ გაკმაყოფილებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო- შენ გლეხური სახლები მოგწონს-მჭადის და ყველის…


 მე ამ სამყაროში უკუღმა დავიწყე სვლა, ცაზე დავაბიჯებ და მიწას ავყურებ განცვიფრებული როგორც ცას რომელიც ბნელ ღრუბლებს მოუცავს...


მე ხომ ვიცი, რომ ეს საცოდაობა არ დასრულდება.
ხარ ყველასათვის ცუდი, რადგან არ ,,გიტყდება'' და არ ,,უკადრისობ'' ტირილს, გამოხატავ შენს სულის წუხილს ნათლად. არ ესმით და უკვე ხმამაღლობასაც მიეჩვიე.. მიეჩვიე წუხილს, დარდს, მიეჩვიე ხშირად ფიქრს იმაზე თუ რატომ უჭირთ შენი გაგება.
აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის მოვიდნენ და მკიითხეს რა გიჭირს მეგობარო, რა გილხინს, რას მაალავ ამ განცალკევებით.
არ გავაფერადებ ჩემს არცერთ ცხოვრების ნაწილს, არც საწყისს არც ბოლოს, არც შუას და სხვა დანარჩენს, მე მსურს ვიცხოვრო ამ სიამ-სიმწარით, ამ სევდა-ტკბილობით.
გადაივლის მზე, შუბის ტარზეც მოასწრებს დგომას და ზღვის ანარეკლში საკუთარი თავით ტკბობას, ისევ დაუბრუნდება საძილეს და მერე ისევ ერთ აზრს ამიკვიატებს ,,ობლობა''…


 


04.11.2012

ცოტაც გაუძელი- წასჩურჩულა მოხუცმა თავის ფეხსაცმელს))


სტატისტიკამ დაადგინა, რომ მამაკაცების თითქმის სრული უმრავლესობა დღის განმავლობაში სულ ცოტა 45 წუთი მაინც ათვალიერებს უცხო მანდილოსანს, რა თქმა უნდა ამ 45 წუთიდან ყველაზე უფრო მეტი დროის განმავლობაში მათ ვინც განსაკუთრებით ლამაზია, ან გამომწვევი და ასე შემდეგ (იდივიდთა გემოვნებიდან გამომდინარე)


მართლაც ძნელია იპოვო იდეალური, ან ისეთი ვისი დადებითი თვისებები უარყოფითს სჭარბობს ან ფარავს, თუმცა ეს მაინც არ არის მხოლოდ ოცნება, ან არარეალური ზღაპრული ფრაგმენეტების ერთიანობის ზღაპრულობის რწმენა. როგორც წესი ადამიანებისთის, მანდილოსნებისთვის იდეალური შეიძლება იყოს ნებისმიერი ვისაც შეუძლია მისთვის გააკეთოს ყველაფერი(და ეს ყველაფერი სულაც არ არის მთვარისა და ვარსკვლავების ჩუქება)
გავეკრკვიოთ იმაში თუ რა მოთხოვნები აქვთ მანდილოსნებს მამაკაცებისადმი
1. არ უნდა სვამდეს
2. არ…



აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა…


17.12.2013

შენ ზეცის თავს ზევით _
მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.
მე შენი განცდებით
წამს დავემსგავსები,
ჩემში არარსებულ,
მოგონილ წარსულით.
შენ ღრუბლისეულებს
შეხვდები სანისლეს,
სულებს და სხეულებს
სითეთრეს აუშლი.
მე დამასნეულებს,
რომ ჩემსას არ ისმენ,
რომ თვალებს ნაწვიმარ
დღესავთი დაუშრი
შენ მიემგზავრები
ნიავთა ლაშქარით
მოკვდავთა ნატვრების
ვარდისფერ საუფლოს.
მე ისევ ჯიბეში
მაქვს შენი თავშალი
და როცა დავთვრები,
სულ მასთან ვსაუბრობ.
შენ ალისვნებიან
მაგმური აღგზნებით
ნახევარმთვარესთან
ჟინს იკლავ, ისვენებ.
დღეს აივსებიან
მოთმენის ვაზნები
და შენს სამარესთან
მიშველე!
მიშველე!!
მიშველე!!!


წარმოდგენიდან --ხორცშესხმამდე
ხანდახან ხელიდან გაშვება დაკარგვაში გადადის, ხანდახან მოწყენა ცრემლით იმოსება, ხანდხან წარბშეხრას რისხვა ანაცვლებს. ხანდხან მანეთი აბაზებად იშლება და ნელ-ნელა იხარჯება. ხანდახან კერპი ღვთაებად გადაიქცევა. ხანდახან ფიქრი გონებიდან სიტყვებში წყალობს ხორცხშესხმას, ხანდახან ენით ვფარავთ სათქმელს ნაცვლად გამომჟღავნებისა, ხანდახან დიადი არარაობად გარდაიქმნება.
იშვიათად უმანკო წრფელი ტირილი აღვიძებს ადამიანის და ბუნების თვლემას მიცემულ გონებას,შემდეგ მის მზერას აიყოლებს წლებთან ერთად, აიძულებს ცოცხალ ცხედარს უყუროს, აიძულებს მილეულ წლებში ბოლომდე აყურებინოს დაკეცილ კანში აკრიალებული ისედაც წყლიანი თვალებისთვის, მოხუცებული თვალებისთვის...


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.