კალმის ნაკვალევი
30, Batumi, Gruusia

წარმოდგენიდან --ხორცშესხმამდე
ხანდახან ხელიდან გაშვება დაკარგვაში გადადის, ხანდახან მოწყენა ცრემლით იმოსება, ხანდხან წარბშეხრას რისხვა ანაცვლებს. ხანდხან მანეთი აბაზებად იშლება და ნელ-ნელა იხარჯება. ხანდახან კერპი ღვთაებად გადაიქცევა. ხანდახან ფიქრი გონებიდან სიტყვებში წყალობს ხორცხშესხმას, ხანდახან ენით ვფარავთ სათქმელს ნაცვლად გამომჟღავნებისა, ხანდახან დიადი არარაობად გარდაიქმნება.
იშვიათად უმანკო წრფელი ტირილი აღვიძებს ადამიანის და ბუნების თვლემას მიცემულ გონებას,შემდეგ მის მზერას აიყოლებს წლებთან ერთად, აიძულებს ცოცხალ ცხედარს უყუროს, აიძულებს მილეულ წლებში ბოლომდე აყურებინოს დაკეცილ კანში აკრიალებული ისედაც წყლიანი თვალებისთვის, მოხუცებული თვალებისთვის...
ხშირად ტვირთი ლოდივით მძიმდება . მოცარტის ფიქრი საკუკვარ ოცნებაზე ფიქრით ორსულდება, ფიქრით შექმნას კაცობრიობისთვის განუმეორებელი კლასიკა, მელოდია... ხანდახან გასაჭირი მიწამდე დაახრევინებს კისერს ადამიანს , ხანდახან აღფრთოვანება ამპარტავნებაში გადადის და უდავო თვითსრულყოფილების სიყვარულში. ხშირად უყურადღებობა სამუდამო მივიწყებად გადაიქცევა, ერთხელ კათხიდან ამომძვრალი და გვერდით მომჯდარი მხეცი სხვა დროს უფრო მეტად აღრენით გიმზერს გალოთებულს და არა მთვრალს...
ერთხელ განცდილი უბედურება არასოდეს ავიწყდებათ უბრალოდ დრო აყუჩებს მისით გამოწვეულ ემოციათა სიმძაფრეს.. და ეს ერთხელაც ხშირად მრავალჯერში გარდაიქმნება.

მე ასეთს გხედავ

შენ ხატავ სარკესთან ყურმოჭრილ ანარეკლს,

თან ცაზე გასცქერი ფერების ჭრელ ციალს,

იცი, რომ სულ მალეჩაივლის ცხოვრება

და შენს ნახატებში შავ ჩრდილებში ატარებ.

მშრალი კურცხალივით მომდგარი ღრუბლები,

წყენით ახედავენ ანთებულ ვარსკვლავებს

თვალებს დახუჭავენ და შემდეგ საოცრად

ცრემლებს გადმოყრიან თვალთაგან მხურვალედ.

შენი ნახატები ფერს ნელა კარგავენ

იქნებ მიეჩვია მათ მხატვრის ბუნება,

ისე იცვლებიან დღითიდღე მალმალე

როგორც შენს თვალებში მზერას ცვლის დროება.

პუბლიცისტური წერილი

უზარმაზარია ის კონტრასტი, რომელიც აწმყოს საზოგადოებასა და წარსულის საზოგადოებას შორის შეიმჩნევა. ამ ცვლილებებისგანმაპირობებელი მრავალი ფაქტორი არსებობს.თითოეული მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ადამიანთა სუსტ თუ ძლიერფსიქიკაზე. სამწუხაროდ ჩვენივე შექმნილი არასტაბილური, არამყარი გარემოებიდან გამომდინარე საზოგადოებას არ შეუძლია თავი მოიწონოს მყარი ბუნებითა და ძლიერი ფსიქოლოგიით. საუბარი მიმყავს იმ ცვლილებებთან, რომლებიცუნებლიეთ თუ ნებით, ადამიანის მიერ თუ მის გარეშე განხორციელდა, და რომ ამ ცვლილებების სენმა ერთადერთ ჯერ კიდევდაუჩრდილავ სახელმწიფოსსაქართველოსაც შემოავლო ჩონჩხის ხელები.ზედაპირულ ხედვას სწორედ, რომ დაღუპვისკენმიჰყავს კაცობრიობა, ტექნოლოგიებით გამოწვეული სენი, გაევროპელებისმაცდუნებელი თავისუფალი ნება,წარსულის რთულად დასახსომებელი და მისით რთულადვე საცხოვრებელი ტრადიციული წესის მივიწყება, ნიადაგს მოწყვეტილი ურწმუნოებასთან, ურჯულობასთან, უღმერთობასთან შეჭიდებული უპატრონო საზოგადოება.ნუ იტყვით, რომ ეს მხოლოდზღვარს გადასული კრიტიკაა...!იმას რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ,უარესი ელფერი გადაჰკრავს მირონცხებულსახეზე ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. დღევანდელ თანამედროვესაზოგადოებასთან პატრიოტულ თემაზე საუბარს ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანი ვერ შეძლებს,რადგან ახალგაზრდას გააზრებისთვის მეტისმეტად ბევრი დრო დასჭირდება, შესაძლოავერც ჩასწვდესს ნათქვამს. საბედნიეროდ ამ შემთხვევის უკიდურესობა მხოლოდ უმცირესობაში იგრძნობა. დღევანდელი თაობა შესაბამისად ვეღარ აფასებს მუსიკას ( ვგულისხმობ იმ მუსიკას, რომელიც მუსიკის ნორმის ჩარჩოებს არ ცდება) ლიტერატურას, ხელოვნებას ყველაფერ იმას, რის გარეშეც მას სიცოცხლე არ უნდა შეეძლოსდა რისინაკლებობაც ნელნელააკარგვინებსნორმალური ჩამოყალიბებული პიროვნების იერს. დღევანდელიტექნოლოგიურადმოაზროვნე ახალგაზრდების ბუნებაძნელად წვდება ახლო საზღვრებს...ჩამოთვლილი პრობლემა თითოეულ ჩვენგანს ეხება, თითოეული ჩვენგანია დასნეულებული გაუცხოების სენით.უკვე ვივიწყებთ ფუძისეულ ენას და რახან ვივიწყებთ ე. ი ერი იწყებს დაბერებას, ჩვენ ვართ ჩვენი ერის ჭაღარის მომმატებელნი, ეს ჩვენი ბრალია დღეს თუაღარავის ახსოვს ღირებულებები, ღირსება, ქართველობა, წარსული, რელიგია, რაობა, ჭეშმარიტი წრფელი გრძნობებით ცხოვრება და არაერთჯერადი, ათასი გატაცებით!ის რაც დღეს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შეურაცხყოფს ყოფილს და ისევ იტყვით: რა საჭიროა ფილოსოფია? რა საჭიროა გაზვიადება?ეს არ არის ფილოსოფია, არც გაზვიადებასაქვს ადგილი, ეს იდნივიდუალური, ჩემეული ხედვაა სადაც ვცდილობ ქართულად გითხრათ და გადმოგცეთჩემი სატკივარი.


ადრე არ ყოფილა ლიტერატურაში ამდენიბარბარიზმი, ამდენი დამახინჯებული სიტყვა, ამდენი თანამედროვე ტერმინი, რომლებსაც ჩვენდღეს ჩვეულებრივ ყველგან ვაწყდებით, ვკითხულობთ და არც ვუსვამთ ხაზს მათ არასწორ ფორმას. ეს ყველაფერიჩვენ დავამკვიდრეთ მეტისმეტად მარტივიადანგრევა, წაშლა, განადგურება, დავიწება, მაგრამ გახსენება, აღდგენა და პირვანდელი სახის დაბრუნება მეტად რთული.ნუ გგონიათ,რომ ჩვენს გასაკეთებელსგააკეთებს ვინმე, მოვალენი ვართ ერისა და მომავალი თაობის წინაშეჯანსაღ მდგომარეობაში გადავცეთ თაობას ყველაფერი რაც ჩვენს ხელთ არის.ნაცვლად იმისა, რომ გარემო შევცვალოთ პირიქით უსიცოცხლო ,ცივი გარემოახდენს ჩვენზე გავლენას. ჩვენ უენერგიოდ, უძალისხმევოდ, უინტერესოდ მივყვებით ცხოვრების დინებას, ჩვენი ნათქვამი მოკლეა, მიზნები კი მხოლოდ პიროვნული.ყველაზე სამწუხარო იცით რა არის? ის, რომდღეს ბევრი არ აღიარებს ღმერთს. ვინ იფიქრებდა ძველად, რომქართველი, ჩოხოსანი, კაი ყმათ შთამომავალი, შუბლზე მადლმიკრული მალევე ღვთისმშობლის კალთიდან განიკვართებოდა.მტკივა გული, თან ძალიან...

გაძლიერება გვჭირდება, განმტკიცება იმისათვის, რომ უწიგნურობის პატიმრობას დავაღწიოთ თავი, იმისათვის, რომ უმეცრების ეპოქაგადავატაროთ, იმისათვის რომ გადაგვარებასთან ბრძოლაშიჩვენი იარაღი იყოსშრომა, კაცთმოყვარეობა,რწმენა, სიყვარული.გახსოვდეთ ჩვენ ვქმნით აწმყოს და რომ,,აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა’’

დამესიზმრა(...)

დამესიზმრა თითქოს ნამგალა მთვარეზე იყავი ჩამომჯდარი და ვარსკვლავებისკენ გაწვდილი ხელით ცდილობდი მიწვდომას მათზე... ფეხზე წამოდექი, თითის ქვერებზე დადექი მთვარის ბოლო წვერზე, ფეხი დაგისრიალდა, მსუბუქად ჩამოფარფატდი-(ღრუბელებმა ჩამოგაცილეს)ციდან და თვალშიჩამივარდი, მას შემდეგ ვეღარ გიშორებ მზერიდან...ყველგან შენ მელანდები, ცხადშიც და სიზმარშიც, თუმცა შენი ხილვა ერთ სიცოცხლეს უდრის! რა რეალური ხარ თუმცა არ შემიძლია ხელით შეგეხო, მიუწვდომელი ჭიამაია ხარ, ხელის გულზე, რომ დაისვამ და სურვილის ჩაფიქრებამდე გაგიფრინდება...


ვიფიქრე

ის ჭრეკი კაბა, გუშინ დაგხატე მასში ყველა გაზაფხულზე უფრო ლამაზად აგაყვავილე, ყელი ზუსტად ისეთეთრი დაგიხატე, ნაზად დახრილი ხელები, სანთელივით ნაზი თითებით. რომ არ მოგეწონოს, მერე? ტყუილად ვღელავ მე ხომ შენ ვერასდროსშემამჩნევ ვერც ჩემსნახატებს მთელს კედლებზე აჭრელებულს, ყველგან შენ! არ გაქვს ცისფერი

თვალები, რომ გქონდეს არ მეყვარებოდი ასე ძლიერ..

მე ეს თაფლისფერი თვალები მიყვარს შენი, სუნთქვისშემკვრელი...

ვერც კი წარმოვიდგენ რა მომივა, პირველად რომ შევავლებ თვალს შენსსახეს. შენს ბროლის ყელს, სულიდან სულამდე სავსე ვარ... ერთხელ იქნება გადმოვიღვრები და შენს ტერფებსაც დავასველებ, ვეამბორები...

ვერ ვივიწყებ იმ ერთ დღეს... მარტო მიდიოდი, მაშინ ყველაზე ახლოს ჩაიარე ჩემს გვერდით, თითქმის წინ, თითქმის ძალიანახლოს უცნაურად მოწყენილმა.-- ერთი საბრალო მიდიოდა, ფეხსაცმლის მტვერივით,რომ იშორებდა ყველა მის ხელს, მის საბრალო მზერას. შემეცოდა... შენც.შენს წინ მომავალი წაბორძიკდა და შენს ფეხებთან დაეცა, გაუღიმე და წამოაყენე.რაღატაკი იყო ის მათხოვარი და თან ყველაზე მდიდარი!

მე უბედური ვარ, მხდალივით ვიმალები...

არ არსებობს მარადისობა რომელიც შენ არ გემორჩილება! ყველა და ყველაფერი შენს წინაშე კარგავს ხიბლს, მშვენიერებას, შენ მაღლა ხარ, ყველაზე მაღლა, დაჰნათი შენს დაბლა მყოფთ, ოღონდ ეს არის ყველა ვერ ამჩნევს შენს ბრწყინვალებას, ზოგი საკუთარ თავში გამოკეტილი, ბუტბუტით, ხელების მოძრაობით, ფორიაქით მიაბიჯებს ქუჩაში,ზოგიც უემოციოდ, დაღვრემილი, აგრესიული,უაზროდ გახარებულიც,საკვირველი საზოგადოება ვერ სწვდება შენს სინათლეს, გვერდს ისე აგივლიან ვერც კი გამჩნევენ.

-შენ შენი ჰქმენ და დღეს ჩემი გული პირამდე სავსეა. არ ვიცი რა იქნება ხვალ,უფრო მეტად გათეთრდება ხელები, უფრო მეტად აყვავილდება შენი კაბა და მე ჩემი აუხდენელი ოცნებით, ნელნელა შენს შეუმჩნეველ წარსულში გადავინაცვლებ.

უკმარისობა

დროში დახარბებულს ვერ მატოვებს,

ვიწროდ დახლართული ბილიკები,

სული ვერ ივსება უსალბუნოთ,

ტუჩებს ვერ ვისველებ ქირიმებით.


მესმისსიშორიდან ხმამაღალი

ღრუბლისდილეგმიდან გაბზარული

სიტყვა მენატრება საფიცარი,

სუნთქვა, თავისუფლად, უსასრულოდ.

სუნთქვა დაუბმელი, ღრმა და ლაღი!

ერთხელმეც ვინატრე ჩაჟრჟოლება

ერთხელ მეც მომინდა დამეკოცნა,

გადახურებული დინჯი მიწა,

საზღვრებს გადაკვეთავს ილუზია

წავა თვალს შეავლებს ფრთაგაშლილებს

ისევ დაბრუნდებაუკან აზრში,

სულში თან შეიტანს შორით ვნებებს!

ჩემთვის არ მყოლია თეთრი რაში,

ტატოს მერანი ან სატრფო წმინდა,

ვისაც შევაფეთებ წყლიან თვალებს

და ვიცნ გამაქროლებს სადაც მინდა...

ჩემთვის მივაგელვებ თეთრ წერილებს

უადრესატოს და სათუთს, წმინდას...

გრძნობით გავანათებ შავ დერეფნებს,

ლექსებს გამოვძერწავ პირმომღიმარს.


ნურავის მიმართავთ!

მსოფლიოს მრავალი იარაღი, მშვიდობიანი, მზაკვრული, კაცთ-კვლისთვის გამიზნული.მოიკლას ერთი! -ასი-ათასი- უამრავი ადამიანი! (542-2008წ) გაუსწორდით ყოველგვარი მეთოდით. არ დაინდოთ უამრავი სნეული, ფიზიკურად, სულიერად, სხეულს მოწყვეტილი კაცობრიოზბა... ათასჯერ გაცემული, ათასჯერ მოკლილი და ათასჯერ აღდგენილი... საყრდენ გამოცლილი ერი,ფერწასული, სახე მოშლილი და შეურაცხყოფილი, მილეული, მივიწყებული წაარსული. გულგაჩერებული სინდისი, ძალდატანება, ჩახუთული სუნთქვა, მზერას აფარებული ბოროტების მწველი ალი, სწვავს და ფერფლავს გონებრივ, მეცნიერულ, აზრობრივ პროგრესს. ათასგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორი, ერთმანეთთან შეუთავსებელი ეპოქა.

ოკუპანტი!

ძალადობა!

უსამართლობა!

გამწარებული გადატყავებული, სილიანი ხელები. აქაც ცხადია ყოველივე.

საქართველოში... მარჯვნივ, მარცხნივ- ყველგან კვამლი.

შთაგვაგონებს წარსული:

-არსებობდა... აიძულეს,რომ წასულიყო!

გაგვყარეს ხმალით, ცეცხლით,დაშნით,აგვკაფეს ათასმა.დაისვარა ხელები ქართველი ხალხის გულმკერდის წვენით.

ყველაფერი,,გაიყიდა’’! ეწინააღმდეგებოდნენ, ზოგნიც ემხორობოდნენ. გავარდისფერდა ლოყები, დამრგვალდა ღიპი და მოეშვათვალები, ჩასისხლიანდა, მარადიული ცეცხლი ჩაქრა მასში.

ააგეს, ააშენეს--დაანგრიეს! ისევააშენეს დანგრეულის ნაცვლად, ამჯერად სხვა ხმაზე, სხვა ენაზე ამღერდნენ. სხვა ღმრთისთვის აღავლინეს ლოცვა. ხმალი მიაბჯინეს ყელში, გულზე, თითებზე...

აღავლინეს ლოცვა.

გავყიდეთ რისი გაყიდვაც კი შესაძლებელი იყო, აღარაფერი დარჩა ჩასაბღაუჯებელი... ნაადრევი სიკვდილი და უკანასკნელი ზიარება, ვილევით.

დავზამთრდით.

ჩაგვრა , გვემა, სულიერი წყურვილი...

ნურავის მიმართავთ!ყოველი დროებითი მხსნელი აუცილებლად მოითხოვს სანაცვლოს, რამეს, კიდევ რამეს თუ რამე დარჩა.

,,ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია

აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია...’’ და მაინც აწმყოდ ქცეული არცერთი მომავალი ამაოდ შორს არის ჩვენგან, არ არის ჩვენი.

9 აპრილი

მტკივა ღრმად გული,ვერ იქარწლებს წარსული დარდებს,

მოგონებები აწმყოშიაც არ იშლებიან,

ვიცი, უშენოდ საქართველო, ვერ გავიმარჯვებთ

დავერც უსისხლოდ ვერ აღვმართავთ შენს დროშას -ჯვრიანს...

მაგრამ მუხრისი არასოდეს არ იკარგება,

ქართულ გულებში, მარადიორს ვერ ბორგავს მცნება,

იყავ ქართველი და გეჭიტოს თავი ვით ტურფა,

მაგრამ საუნჯედ არ გიღირდეს მისი დიდება.

ზრახვა ერთია, შენიღბვა კი ათასს აჭარბებს,

ცრემლები ვეღარ შეიკავებსგოლგოთასგრძელ ჯვრებს,

ვიცი უშენოდ ქართლის გულო ვერ ვიარსებებთ,

მიწას არ გვინდა მივაბაროთ შენი საუნჯე!

ასე ხომ ყველა მოვკვდებით და დავიღუპებით,

ამდენი ბრძოლა სასინდისოდ მაინც გვეყოფა!

და ცხრა აპრილის მოწითალო სისხლის ბილიკი,

სულში ცარიელ და მოშავო ღრმულებს ამოჭამს...

დავიკარგებით, ვიცი, ვიცი დავიკარგებით,

გზას ვერ ვიპოვით, უშენობით გამხმარ ბილიკებს

დაჭკნება ჩვენი ღირსებანი, სასოებანი

როგორც ოდესღაც, საქართველო შეაკვდა მის მტრებს!

დავკარგეთ ჩვენი პიროვნება, ენა ქართული,

თან გავაყოლეთ ჩვენი ნატვრა მოგლეჯილ კუთხეს,

ვინ არს ქართველი თუ ერთიან საქართველოში

არ იბულბულებს, არ იბღავლებს და არ იტირებს!

ავტორი: მ.სურმანიძე


5 vaatamisi
 
Kommentaarid
Schwarzeneggera 10.08.2012

es ra suratia http://albums.face.ge/1/9/6/1963282419.jpg romeli mxatvrisaa?

KaeShan1 KaeShan1 10.08.2012

არ ვიცი, ისე მაგარი ფოტოა.

gio 15.01.2013

ჩამწერე შენს გუნდში, თუ შექმნი :)))

KaeShan1 KaeShan1 15.01.2013

kargi mamuka))) tu shevqmeni ar damaviwydebi.

gio 16.01.2013

მეგი,,:)))

KaeShan1 KaeShan1 18.01.2013

მამუკაააა)

gio 14.01.2013

ზოგიერთი ძალიან ძლიერი და ღრმაა!,, აი, პირველი ექვსი. საერთო ჯამში "დამბურძგლა" ))) კარგ საქმეს მოჰკიდე ხელი, მაგრამ არამგონია საქართველოს რამე ეშველოს მაგ მხრივ..

KaeShan1 KaeShan1 14.01.2013

ჰო, ერთი ადამიანი ვერ გადაწყვეტს ვერაფერს.

gio 19.01.2013

ხომ თქვი ჩაგწერო? ხოდა პირველი მე ჩამწერე))

KaeShan1 KaeShan1 19.01.2013

(nod)

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.