"ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ",
აქედან ყველაფერს ვიოცებ,
მაგ ცრემლებს, სულ სხვა გზით მივყავარ,
ილოცე, უბრალოდ ილოცე.
იცი, აქ რამდენი მადლია,
მირონის სურნელი დაგათრობს,
აქ, მხოლოდ გალობით დადიან,
წმიდანთა თვალები გაგათბობს.
ნუ ტირი, კალთას ნუ მისველებ,
ანგელოზს გული არ ატკინო,
ცოდვების ტვირთისგან ვისვენებ,
არ გინდა, სხვებიც არ ატირო.
დღეს მხოლოდ სანთლები დამინთე,
სინათლეს უფალთან მივყავარ,
სავალი ლოცვებით გამითბე,
"ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ"
დროისა და სივრცის
ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ სიყვარულს ამოფრქვევის საშუალებას მისცემს, დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა. სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება-რწმენით, თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია..........
რომ მითხარი გულმა დაღლა არ იცისო,
ადამიანში ვეძებ მხოლოდ სულის სიმდიდრეს,
კ ოცნა ტუჩების მოგონილია