ახალი ჩანაწერი
39, Tbilisi, Gruusia

სადარებო ალმასებთა, ლექსს რომ გიძღვნი განა გკერავ?!
არ იფიქრო გენაცვალე, მშვიდად იყავ შენსა კერას.
შავგრემანსა ქალზეც მითქვამს, ბევრი იყო ქალი ქერაც,
მშვენიერ ქალთ არ ვარ ხამი! ვერ დამაბნევ ბრინჯად, ქერად!
თუ მოგართმევ სიტყვებს მაღალთ, მიმითვალე სუფთა ძღვენად,
ისე როგორც დედოფალნი ღებულობდნენ ძველთა ძველად.
რაც გითხარი ნუ მიმიღებ ფოთლების ხის ძირში ცვენად,
ვდგავარ ჩემი კაცობის და სინდისის მე ძილშიც მცველად!

1 vaatamisi
 
Kommentaarid
alexic 27.03.2012

მივუყვები შენი ტუჩის კონტურებს,
შენი გული კატასავით კრუტუნებს,
ოქროს ყანა თვალითა მაქვს სათიბი,
ხელმეორედ თუ არ ვთიბე ნათიბი.
დამეკარგა შენს თვალებში საწყისი,
მარწყვისა გაქვს ეგ ტუჩები არვისი,
მეშინია, რომ არ ავყვე ხუშტურებს,
ის ჯობია, აგერ ჩიტი ჟღურტულებს..

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.