ანდა რა ვუყო შენზე ოცნებებს,
ანდა რა ვუყო ამ გულს – დარდიანს,
ახალგაზრდობა რა უცებ გარბის,
ეჰ,წლები როგორ სწრაფად გარბიან.
რაც უფრო მეტად ვშორდებით აწმყოს,
მით უფრო მეტად მივიწყებ მგონი,
ასე ცხოვრება მე აღარც მაწყობს,
ეჰ,როგორ სწრაფად გარბიან დრონი...
აღარ ვარ ისევ ისე ჭაბუკი
– იმედებით და ოცნებით სავსე,
და მაგონდება შენი ფაფუკი
კანის ფერი და თვალები – სავსე.
სავსე სიცოცხლით,სავსე სილურჯით,
სავსე მომავლის იმედის სხივით,
თვალები შენი გაუხუნარი
იმ შენი ცრემლის უმანკო მძივით.
ახლა კი ვხედავ,ან რაღას ვხედავ,
შენ ხომ წახვედი,გაუჩინარდი...
შემომაწვება მე გულზე სევდა
– იმ ბედნიერი დღეების ლანდი...
რაღა ვქნა აწი?ვისღა მივმართო?
ვერ დავიბრუნებ მე წარსულს,ვიცი.
რა დაგვემართა?რატომ გავტეხეთ
ჩვენ სიყვარულის მხურვალე ფიცი?!
მაგრამ რაღა დროს ეს სინანული,
შენ უკვე შენი ოჯახით ხარობ,
მე არ მეღირსა კვლავ სიყვარული
და შენს დაკარგვას,ძვირფასო,ვნანობ...
p.s იქნებ ოდესმე კვლავ…