გრძნობა გონების გარეშე.. გრძნობა საზღვრებს გარეშე.. გრძნობა, მე, შენ და სხვა არაფერი.. მიყვარხარ..
მე შენ გგრძნობ.. მე შენით ვსუნთქავ.. მე შენით ვარსებობ.. მე შენზე ვლოცულობ.. მე შენ მზეს გადარებ.. მე შენ მიყვარხარ..
შენ ხარ ჩემი სიცოცხლე.. ჩემი სამყარო და ჩემი ჰაერი და ჩემი მზე და ჩემი გათენება და ჩემი ფიქრი და ჩემი სიყვარული ხარ..
მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარს მზე.. დიდი, თბილი და ყვითელი.. მანათობელი და მაცოცხლებელი.. მე უკვე მზეზე მეტად მიყვარხარ..
მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარული დედამიწას ატრიალებს.. მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია.. მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ..
დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ,…
ჩემთან რა გინდა –
ჩემთვის ვთამაშობდი, დე...
ყველა ტანკი ავაფეთქე.
ბოროტები დავხოცე და
პრეზიდენტობანას ვთამაშობდი, დე.
ღილები თავისით ამწყდა – ჯიბეში მაქვს.
კოპები გუშინდელია,
სისხლები ფლომასტრით მივიხატე, დე.
ჯინსი რომ გამეხა, ხო არაუშავს,
ხო მაინც მოდაშია, დე.
დე, დე, ღამე ძილში
ვიღაცები რომ მოდიოდნენ,
შენ რომ მეუბნებოდი, სიზმარელები არიანო,
რატომ აღარ მოდიან, დე?
ალბათ სიბნელის და შავი ხელის
ჩემსავით ეშინიათ, დე.
შენ რომ დამიძახე
საჭმელად მოვდიოდი,
მაგრამ მათხოვარმა გამაჩერა,
შენ რომ ფულს ჩუქნიდი და
მუჭში რომ მაქვს, ეს ხატი მაჩუქა,
კარტოფილი ხომ არ გაცივდებოდა, დე?
ეტყობა, ერთი ბოროტი ვერ მოვკალი.
ცოტათი ამეწვა,
ხომ მალე მომირჩება, დე?
მე არ მისვრია,
იმან მესროლა,
შენს თავს ვფიცავარ, არ მტკენია, დე...