Kasutaja dzneladzetamu päevik

dzneladzetamu
80, Tbilisi, Gruusia

 ადამიანი ფრესკა არ არის ,რომ პირდაპირ მიაჩერდე, ადამიანი ქანდაკებაა,გარს უნდა შემოუარო და იმ მხრიდან შეხედო ,საიდანაც უკეთესად იმზირება.ამას დრო ჭირდება ,მოთმინება,მსხვერპლიც ....დიახ მსხვერპლი უნდა გაიღო ,,,,გული გეტკინოს, ესაა ყველა ადამიანის ბედი მოთმინების უნარი,ცუდის სიკეთიდ დანახვა,ეს ის გასაღებია რითაც სიკეთის და სიმშვიდის კარს გააღებ.


,,მე დღეს ბავშვი ვარ......ნორჩი ბავშვი ანცი,უმანკო

მსურს ვინავარდო და კისკისით გავფურჩქნო ზეცა

მე დღეს ბავშვი ვარ,ნუკრი მთისა,ალმასის ცვარი

რიჟრაჟის გულზე მიბნეული სხივი ვარ მეცა

            მე დღეს ვარ  ბავშვი,სულ პატარა,ვით მერცხლის ბარტყი

            დედოფლის ბაღში სუსამბარის  ლალის საყურე,

            მე დღეს ბავშვი ვარ.....მზემ ბავშვური  მზერა ინება,

            რომ ვიცელქო და ვიტიტინო ჩემს   თოჯინებთან....,,,


 დაშორდით,წავიდა,......შენ შენთვის თბილ ოთახში ხარ ის კი.......  , იმ ცივ..... თოვს ,ისევ თოვს ,თითქოს ბუნებაც სამაგიეროს მიხდის,ეს ეხლა თორემ ადრე თოვლის ფიფქები ჩემში დიდ სიხარულს  იწვევდა,წვიმის წვეთებიც,ქარიც რომლის ზუზუნი ზოგჯერ გულის სიღრმეშიც კი შეახწევდა.ყველაფერი მიხაროდა იმიტომ რომ არავის ვეძებდი,ეხლა ვეძებ,უსაშველოდ ვეძებ, დავდივარ და ვეძებ,ვდგავარ და ვფიქრობ,მძინავს და მესიზმრება.               მიუხედავად ამ დიდი ტკივილისა ,არის წამები,წუთები ბედნიერებისა,მაგრამ ჩემს უკან  ის ხომ ყოველთვის ლანდათ დგას,მინდა შემოვბრუნდე,სწრაფად შემოვბრუნდე.......წუთიც და ქრება,ჩემი სიხარულიც ქრება,დნება ისე როგორც ის პაწაწინა თოვლის ფიფქი ,რომელიც მე ასე მაშინებს.მაინც ვეძებ ,ვეძებ სიკეთით სავსე შენს თვალებს,იქნებ ვერც შენში მოკლა მიწის სიგრილემ ეს ყოველივე,უსასრულოა ლოდინი,.....მაინც ვითმენ,მაინც…


დანაშაული ყოველთვის სულის სისუსტეა, დამნაშავე  მხდალია და არა გმირი, ვინც რამეს დაგიშავებს ან გაწყენინებს,შეხედე ისე როგორც შენზე სუსტს,როგორც უსუსურ ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი,ნუ აწყენინებ ნუ ეცდები სამაგიეროს გადახდას,რადგან ბოროტება კი არ იბადება მასში არამედ უბრალოდ შენზე სუსტია,ეს შენ ძალას მოქცემს იყვე მშვიდი  სიო და არა ქარბორბალა,რომელიც ანგრევს და ანადგურებს ყველაფერს,საშინელებაა არა.........   .მშვიდი სიო კი არ გადავა ზღვარს რომ წააქციოს სუსტი რომელიც მას გულს ტკენს.


ყველაზე დიდი წყენა , რაც კი შეიძლება მიაყენო წესიერ ადამიანს/ დაეჭვდე მის წესიერებაში. 


       შთამომავლობის  კეთილშობილებას  თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იგი მხოლოდ  მამა-პაპათა სიკეთეა.სიმდიდრე კარგია,მაგრამ შემთხვევაზეა დამოკიდებული.დიდება კეთილშობილი მისწრაფებაა,მაგრამ არასაიმედო კი.მშვენიერება საუცხოო ღირსებაა, მაგრამ არა დიდხნოვანი და ადვილად წარმავალი.ჯამრთელობა ძვირფასია, მაგრამ ადვილად სუსტდება.ღონე სასურველი თვისებაა,მაგრამ ავადობა და მხცოვანება თრგუნავს.  მხოლოდ და მარტო   ც  ო  დ  ნ  ა  ა      დაუთურგვნელი ღვთიური მადლი. 


ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თვითონ თავის-თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა  წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა წინ გადაუდგება, ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია ფურცელზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს , ხმალზედაც უფრო მეტადდა სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია , ცოდნა იმითაა კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა  არ იცის....ყველას ერთნაირად  მოუხდება,ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდობილი და მოწადინებული მივიდეს  ცოდნის კარამდის. 


  ადამიანის ყველაზე ტრაგიკულ ყოფად ის მიმაჩნია, როცა იგი ხედავს რომ არ იცის და ის კი იცის ,რომ ვერც ვერასოდეს გაიგებს.


ხანდახან რაღაც უნდა დაკარგო, ან რასაც ეძებ ის ვერ იპოვო,საბოლოოდ მზემ რომ გაანათოს,მანამდე სულში უნდა ითოვოს.........ვიდრე მიხვდები რომ გიყვარს,იქნებ  სიკვდილიც ინატრო ზოგჯერ,რომ გაუღიმო სიცოცხლის ფერებს ხანდახან უნდა დაცარიელდე რომ ენერგიით აივსო მერე,ხანდახან აპატიე......სიყალბეს არა......სიყვარულს აპატიე რომ მიხვდე შენი სუნთქვაა........    . 


 ასეც შეიძლება გიყვარდეს ვიღაცა, არ იცნობდე და გიყვარდეს, არ იცნობდე და ენდობოდე,არ იცნობდე და გჯეროდეს მისი.ის ან მოვა ან არ მოვა,მაგრამ ეს კი არაა მთავარი,მთავარია როგორ გიყვარს,როგორ ენდობი,როგორ გჯერა და რამდენ ხანს შეგიძლია ლოდინი, ყოველგვარი თავდებისა და დაპირების გარეშე.


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.