Kasutaja naniti päevik

naniti
45, Saint-Pierre-la-Garenne, Prantsusmaa

10.09.2012

ვიცი,ერთხელ,ერთხელ მაინც გიხილავ,
ალბათ ისე არ გამწირავს ღმერთი,
გულისტკივილს გადამიქცევ სიცილად,
შეუძლებელს გავაკეთებ შენთვის.
წახვედი და ახლა უფრო მიზიდავ,
ჩემი ფიქრი ოცნების ზღვას ერთვის,
შენზე ვფიქრობ ღამითაც და დღისითაც,
სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.
მეგონა,რომ შენი გული მიცდიდა,
ჩემს სატკივარს სიყვარულით გწერდი,
არ მითხრა,რომ ახლა უკვე სხვისი ხარ,
მოგიკვდები დარდითა და სევდით.
არ მითხრან,რომ ხელს რაიმე გიშლიდა,
ჩვენს სიყვარულს აუარე გვერდი,
ყველა ასო გეფერება სიტყვიდან
გელოდები შენი ერთადერთი...


მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე - არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ...
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
ვარსკვლავნი აენთნენ ,
რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.


14.02.2013

♥ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს...გიყვარდეს სიცოცხლე...გიყვარდეს სიყვარული...გიყვარდეს ოცნება...გიყვარდეს ფიქრი...გიყვარდეს წუთი...გიყვარდეს წამი...შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა...უბრალოდ უნდა გიყვარდეს


15.12.2012

უფალო

თვალი არ მოაშორო,

ნუ მიატოვებ მის გზებს და ბილიკს,

ვინც მიყვარს,

იმის იღბალს გავედრებ,

არ ვერიდები არავის ქილიკს.

არა ერთს ან ორს,

თუნდაც ათეულს,

ასეულობით არიან ჩემ წინ,

სუყველა მიყვარს და თუ დასჭირდათ,

გავუნაწილებ სიცოცხლეს ჩემს წილს.

უფალო, გულსაც კი დავთმობ ოღონდ,

ვინც მიყვარს, თავი იგრძნოს ძლიერად,

აქ, ჩემი მკერდის ციცქნა საკანში ბევრი სახელი მოიძიება,

ყველას დაფარე კალთა მადლის და

ცოდვის მტანჯველი ცეცხლი აცილე,

ღმერთო მაღალო,

შენ შემიწყალე

და როცა ვბჭობდე, ნუღარ დამცინებ..


მორჩა,
დასრულდა,
განშორების
ჩამოდგა ჟამი,
მეტი რა გზაა,
დამიამე
ტკივილი ცრემლო.
შენი ღიმილი
გამახსენებს
გარდასულს წამით,
როგორ მიყვარდი,
როგორ მსურდა
შენს გვერდით მევლო...

ჩვენი შეხვედრა
ალბათ ახსოვთ
მაისის წვიმებს,
დღემდე რომ
გულში ინახავენ
გამხელილ სურვილს...
არა, არ მინდა,
რომ შენს მერეც
მიყვარდეს ვინმე,
არა, არ მინდა
კიდევ ერთხელ
მეტკინოს გული...


22.10.2012


О, женщины,земное чудо!

Вас всех для счастья создал Бог.

Глаза – прекрасней изумрудов,

Душа - таинственный цветок.

Жизнь - это вечное движенье.

За мир всегда в тревоге мать

И за судьбу детей. С рожденья

Их ей лелеять, охранять.

Легко живется рядом с вами.

Вы все стараетесь успеть.

Все сделать добрыми руками,

Над колыбелью песни спеть…

Кто с вами красотой сравнится?

Вы от вниманья, нежных слов,

С мужчиной рядом, как царицы,

Цветок любви среди цветов.

О, наши милые царицы!

За все старанья вам поклон!

Пусть счастье с вами породнится

И станет жизнь, как чудный сон.

Во всем стремитесь ксовершенству,

Цените жизни каждый час.

Пусть испытает тот блаженство


15.01.2013




მინდა დამებედო... როგორც არასოდეს,
თორემ უშენობა სულში დაფარფატებს,
შენი სიყვარული ჩემთან ბაასობდეს,

მოდი, თორემ თოვს და ღამით დაამატებს...

ისე დამებედე, ვეღარ გიშორებდე,
გარეთ გაგაექცე და ფიფქებს მოვეფარო,
სითბო გამაყოლე, სადმე სიშორემდე,
მერე დავბრუნდე და მხრებთან მოგეპარო.

მოდი დამებედე, თორემ აგვიცივდა..
ვიცი გავგიჟდები სანამ გაამარტებს,
ვიდრე ნაბავშვები გრძნობა გამიცივდა,
მოდი თორემ თოვს და..უფრო დაამატებს.


21.10.2012




როდის-არ ვიცი
ადრე
თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება ვიცი,
დაგრჩება გულის კარები ღია,
და დაგაფიქრებს ტკივილი
რისთვის?
რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,
წმინდა სხეული ვის დაანებე?
მოვა,
დარეკავს წვეთები წვიმის
და ჩამორეცხავს ღიმილს თვალებზე,
ღირდა თუ არა
იგი რაიმედ,
ვისაც კარივით გაუღე გული?
მოვა
დარეკავს წვიმა ვაიმე,
გადაგეშლება ვარდივით წყლული,
როდის-არ ვიცი
ადრე თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება ვიცი,
დაგრჩება გულის კარები ღია,
როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი...''


... აისისფერი ფერთა გამა, სულს ეფერება... ჩიტი ჩიორა მოფრენილა,შორი გზებიდან, შენი ღიმილით მოხიბლული, გულს ვერ იოკებს, თაფლის სურნელი მომიტანა, შენი მთებიდან. მიამბო შენზე ,როგორ გათოვს თბილი ფიქრები, როცა იგონებ მონატრებულ, სახე სევდიანს.. როგორ იშლება ლამაზ ბაღში, ვარდის ფურცლები, გულისფანცქალით, შენს შეხებას როცა ელიან. როცა მძინარეს გეფინება უხმოდ, სიზმარი სიო მკლავებზე მოალერსე... მე რომ გგონივარ, თურმე ჩურჩულებ დარჩი ჩემთან,სამარადისოდ ჩემმა ჩიორამ, მეოცნებემ... შენზედ მომიყვა.



შენ შვიდი ფერი ვერ დაგხატავდა,
შენთან ფერები არაფერია,
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს,
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.
ვერც რაფაელი და კონსტანტინე
და ვერც პიკასოს ფერთა მორევი
ვერ დაგხატავდნენ,ვერ დაგხატავდნენ,
შენს პორტრეტს მარტო მე მოვერევი.
და რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით
გამოვხატავდი სულის ზმანებას
ან მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ
შევქმნიდი მხოლოდ შენს ქანდაკებას.
ან და მწერალი რომ მაინც ვიყო
შენზე დავწერდი ლექსებს იმხელას
ან მომღერალი რომ ვყოფილიყავ
შენ მოგიძღვნიდი ყველა სიმღერას.
ალი რომ ვიყო ლალების მეფე
გადედოფლებდი ალბათ დალებთან,
მე საიქიო რომ ჩამაბარონ
არ მიგიშვებდი მე მის კარებთან.
ეს ყველაფერი რომ შემძლებოდეს
შენი ალერსით გავიხარებდი
და ცოტა ბედიც რომ მქონებოდეს
დღეს ამ განწირულს შემიყვარებდი..


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.