მკითხე და გეტყვი
31, Copenhagen, Taani

მკითხე და გეტყვი ვინ მძულს, ვინ მიყვარს, ვის ვუძღვნი გულს და ლექსებს სათუოდ,
რომელ თქვენთაგანს ვუმზერ ირიბად, ან ვისზე ვამბობ აუგს სამდურავს.
მკითხე და გეტყვი ვის არ მოვწონვარ, ვის ეამება ჩემი იარა,
რომელი ექო მიხმობს კოცონთან, ოცნებიანად, ლექსებიანად
მკითხე და გეტყვი რაც მიფიქრია,რაც ოდეს გულში ჩამსახლებია,
საით გაფრინდა ჩემი ნიბლია, ან ვინ შეეხო ნისლისფრთებიანს.
მკითხე და გეტყვი რა მოვიტყუე, რა ვიეშმაკე, რა ვითამაშე.
გეტყვი თავს ზოგჯერ რატომ ვიტყუებ, მკითხე და გეტყვი ყველა დანარჩენს.
საით ვიარე, რატომ ვიარე, რისთვის ვცოცხლობდი, რისთვის ვკვდებოდი,
ან სადმე რატომ დავიგვიანე, ან სადმე ადრე რატომ ვხვდებოდი.
მკითხე და გეტყვი რა დავაშავე, ვისთან გავტეხე ფიცი, პირობა.
გულს ოხვრის ქვაბში რატომ ვხარშავდი, რად გავურბოდი გულახდილობას.
მკითხე და გეტყვი ჩვეულ ელფერით, რად მიჭირს ძველი სიმის მიგნება,
დგეს უნდა მკითხო სულ ყველაფერი, თორემ ხვალ უკვე გვიან იქნება.
მკითხე და გეტყვი, არ გაიოცო, ამდენ სიმართლით ნუღარ შეკრთები,
მე მიწიერად უნდა ვიცხოვრო, ცაში ცხოვრობენ კარგო ღმერთები

8 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.