Kasutaja tamtuna5 päevik

tamtuna5
31, Copenhagen, Taani






თავიდან ჩამირთეთ ცხოვრების წამზომი
სიცოცხლე თავიდან მინდა ,რომ დავიწყო
დროსთან ჩავაწყობ, რომ გაჩერდეს
და ცოტა ხანს მაცადოს უდროოოდ მაცხოვროს
არ მინდა ეს დრო ეს რაღა დროა
ტუზების ჩამოსვლას მე არ დავიწყებ
და დედამიწის მძღოლთან ჩავაწყობ
ცოტა ხანს გაჩერდეს
მე ჩამოვალ და მერე წავიდეს......


ჩვენს შემოდგომას უამრავი ფერი აქვს ახლა

სიყალბის ფერი, სიმარტოვის და მიტოვების,

ასე სევდისგან გადაღლილი მიდიხარ სადღაც

და ფოთლებს არევს მიმოფანტავს ნაბიჯი შენი.


მკითხე და გეტყვი ვინ მძულს, ვინ მიყვარს, ვის ვუძღვნი გულს და ლექსებს სათუოდ,
რომელ თქვენთაგანს ვუმზერ ირიბად, ან ვისზე ვამბობ აუგს სამდურავს.
მკითხე და გეტყვი ვის არ მოვწონვარ, ვის ეამება ჩემი იარა,
რომელი ექო მიხმობს კოცონთან, ოცნებიანად, ლექსებიანად
მკითხე და გეტყვი რაც მიფიქრია,რაც ოდეს გულში ჩამსახლებია,
საით გაფრინდა ჩემი ნიბლია, ან ვინ შეეხო ნისლისფრთებიანს.


მოდი ისე გაქრი ჩემი ცხოვრებიდან,
ნუღარ დამიტანჯავ ამ სულს, განაწამებს.
ჩემი სიყვარული ისე ცხოველია,
ვერვის და ვერაფერს ვეღარ ვანაცვალე...
უკვე ამერია ყველა მოგონება,
ხვალ თავს თუ მოვიკლავ, ვიცი აღარ მკითხავ...
ნუთუ მიგატოვეს უკვე გოგონებმა,
თავზე ჩამოგემხო თითქმის გალაქტიკა...
მაინც ჩემთან მოსვლა რატომ გადაწყვიტე???
უფსკრულს თუ ვერ ამჩნევ? ნუთუ დამიბრმავდი?
იცი? ეტიკეტი უკვე ამაწყვიტე,
ახლა უნდა გითხრა: ,,ალბათ არ მიყვარდი".
ეხლა გამოხედვა ისე ამერია.
თვალით ვერ დავმალე, ის რაც არ მითქვია.
ხელში ჩამრჩენია გულის მარწუხები,
ისევ გაგიჟება, ისევ არითმია...
შენ არ სევდიანობ, ვიცი არ წუხდები...
ბედი უბედობით როგორ აირია.
შენი მოკლე ჭკუით, სულ არ მაწუხებდი.
ირგვლივ აზოტია, განა აირია.
ისევ…


-მოკვდება?
-არა,იცოცხლებს
-მაინც რამდენ ხანს?
-სანამ მოკვდება
-და რომ მოკვდება რას დატოვებს ამ ქვეყანაზე?
-კეთილ საქმეებს
-კეთილი საქმე რა არის?
-არ ვიცი,ალბათ უკვდავება
-და ის გახდება უკვდავი?
-კი
-კიდევ რას დატოვებს სიკვდილის მერე?
-შთამომავლობას
-ანუ ის კვლავ იარსებებს დედამიწაზე?
-კი,სანამ მისი შთამომავლობა არ შეწყვეტს გამრავლებას
-ესე იგი ადამიანს უკვდავყოფს კეთილი საქმეები იმ ქვეყანაზე და შთამომავლობა ამ ქვეყანაზე
-ნამდვილად
-და თუ დაივიწყეს თავიანთი წინაპარი?
-დაიღუპებიან
-რატომ?
-აერევათ გზა-კვალი,გაითქვიფებიან სხვა ტომებში და დაკარგავენ იმ თვისებებს,რომლებმაც ისინი ერად და ხალხად ჩამოაყალიბა.დაივიწყებენ ისტორიას და დაივიწყებენ სამშობლოს.რადგან იგია მამულიშვილობის,ვაჟკაცობის,თავგანწირვის ურიცხვი მაგალითი.რადგან იგია რაც უნდა დაიცვან,შეინახონ და თუ არ იცი რა დაიცვა ,რატომ და როგორ ადვილად…


← eelmine 1 2 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.