ვერ დავიწყება !
31, Copenhagen, Taani

ჩვენს შემოდგომას უამრავი ფერი აქვს ახლა

სიყალბის ფერი, სიმარტოვის და მიტოვების,

ასე სევდისგან გადაღლილი მიდიხარ სადღაც

და ფოთლებს არევს მიმოფანტავს ნაბიჯი შენი.

წახვედი..წადი.. მონატრებას არ უჩანს პირი,

მას აქეთ თითქოს შეიცვალა ბევრი რამ ჩემთვის.

ჩვენს ოთახს სულაც აღარა აქვს ისეთი სუნი,

მარტოობისგან გალეშილი ჩემს ფიქრებს ვებრძვი.

გჯერა კი ? ფერმაც გაიტანა თავისი მეთქი,

ფერი იცვალა , ხატავს მხოლოდ მკრთალ სილუეტებს,

მერე მხატვარი დიდხანს ეძებს ჩემში შენს სახეს

და დაღონებით შემომყურებს რადგან ვერ აგნებს.

დღეს ჩემთან რჩება შემოდგომა თავის დარდებით ,

ყოველ ღამეს ერთად ვსეირნობთ ფართო ქუჩებში,

გაუჩერებლად ლაპარაკობს თავის ნაღველზე,

სიტყვა შემაშრა მე ვერაფერს ვერ ვეუბნები.

არ მსურს დავბრუნდე უშენობით გაჟღენთილ სახლში,

იქ განშორებით დამუხტული ჰაერი სუფევს

გადაედება ჩემი სულის ყოველ დარაბას,

ვერ გივიწყებ და დავიწყების გზას გადავუხვევ.

(გვანცი გუბელაძე)

22 vaatamisi
 
Kommentaarid
tedoqeti 06.09.2012

umagresia. umagresia.

tamtuna5 tamtuna5 06.09.2012

gmadlobt :**

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.