ერთი ლამაზი ლექსი qalze
30, Tbilisi, Gruusia

ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა
ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე
მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლის
დამდენია. ქალის გატაცება ნეტავ სად
წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია.
ქალი ოცნებების არის მეპატრონე, ქალზე
მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე. ქალი
სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც
ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის
სულში ჩაძირული, მისი არსებობა გულში
გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების
სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორ
ვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია,
სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს,
დალეწავს დარაბებს. მაგრამ ქალი მაინც
სუსტი არსებაა, ქალი სათნოების ჩუმი
სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.


7 vaatamisi
 
Kommentaarid
xameleon 29.05.2014

ქალი სათნოების ჩუმი სახებაა.....

nia nia 30.05.2014

gaiaxre,getanxmebi

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.