Kasutaja nia päevik

nia
30, Tbilisi, Gruusia













ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა
ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე
მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლის
დამდენია. ქალის გატაცება ნეტავ სად
წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია.
ქალი ოცნებების არის მეპატრონე, ქალზე
მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე. ქალი
სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც
ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის
სულში ჩაძირული, მისი არსებობა გულში
გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების
სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორ
ვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია,
სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს,
დალეწავს დარაბებს. მაგრამ ქალი მაინც
სუსტი არსებაა, ქალი სათნოების ჩუმი
სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.





"რა მნიშვნელობა აქვს, ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო ლამაზი და ვინ უფრო მდიდარი? საბოლოო ჯამში ხომ მთავარი ის არის, ბედნიერი ადამიანი ხარ თუ არა".
ოშო – ინდუსი გურუ, მისტიკოსი და სულიერი მოძღვარია. მთელ მსოფლიოში ის უფრო ცნობილია, როგორც ბაგვან შრი რაჯნიში. ამ სახელით გამოვიდა მისი 600-ზე მეტი წიგნი და ითარგმნა 30 ენაზე.

აი, ოშოს 10 სიბრძნე, რომელიც მისი წიგნებიდან არის ამოკრებილი:

1. ადამიანები ყველაფერს ისეთი სერიოზულობით იღებენ, რომ ეს მათთვის ტვირთი ხდება. ისწავლეთ, მეტი იცინოთ. ჩემთვის სიცილი ისეთივე სიწმინდეა, როგორც ლოცვა.

2. ყოველ ქმედებას შედეგი მოაქვს. უბრალოდ, იყავით უფრო დაკვირვებული. ზრდასრული ადამიანი ის არის, ვინც ეძება და იპოვა საკუთარი თავი, გაიგო,…


მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართება. ქართლში მას გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ჰქვია; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში,…


← eelmine 1 2 3 4 5 ... 10 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.