Kasutaja nia päevik

nia
30, Tbilisi, Gruusia

ჩინელ ბიჭუნას ჩენ სიაოტიანს (Chen Xiaotian) ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს-თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. იმავდროულად ბიჭის დედას თირკმლების მწვავე უკმარისობა აღმოაჩნდა. როცა მათმა დაავადებებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ჩენმა დათმო თავის დარჩენილი ხანმოკლე სიცოცხლე, რათა დედას დიდხანს ეცოცხლა.




ერთმა მასწავლებელმა თავის მოწაფეებს ჰკითხა:
- რატომ ხდება, რომ როცა ადამიანები ჩხუბობენ, ისინი ყვირილს იწყებენ?
- იმიტომ, რომ კარგავენ წონასწორობას, - უპასუხა ერთმა მოწაფემ.
- მაგრამ რა საჭიროა ყვირილი, როცა მეორე ადამიანი იქვე, მასთან ახლოს იმყოფება? – იკითხა მასწავლებელმა. – არ შეიძლება, წყნარად უთხრას სათქმელი? რატომ ყვირილით?
მოწაფეები პასუხობდნენ, მაგრამ არცერთმა პასუხმა მასწავლებელი არ დააკმაყოფილა. ბოლოს და ბოლოს მან ასე ახსნა:

როცა ადამიანებს ერთმანეთის რაღაც არ მოსწონთ და ჩხუბს იწყებენ, მათი გულები ერთმანეთს შორდებიან და იმისათვის, რომ ეს მანძილი დაფარონ და ერთმანეთს გააგებინონ, ისინი ყვირილს იწყებენ. რაც უფრო ბრაზდებიან ერთმანეთზე, მით ხმამაღლა ყვირიან ისინი.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს? ისინი არ…


ერთმა მდიდარმა რუსმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა გამოეცადა თავის ახლობლები და მეგობრები და გაეგო, თუ როგორ შეტკიოდათ მათ გული მასზე.

გადაწყვიტა, რომ ყველაზე საუკეთესო გამოცდა მისი სიკვდილის გათამაშება იქნებოდა და არც კი დაფიქრებულა, მაშინათვე ერთ-ერთ სააგენტოს საიდუმლოდ დაუკავშირდა და სთხოვა მისი სიკვდილის ინსცენირებაში დახმარებოდნენ.

ყველაფერი სცენარის მიხედვით მოხდა: ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში გაითამაშეს თავდასხმა: ბიზნესმენის კუთვნილ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა ქილერის ფორმაში გადაცმულმა მსახიობმა. ნახევარი დღით დაქირავებულმა " სასწრაფო დახმარების" მანქანამ "მომაკვდავი ბიზნესმენი" საავადმყოფოში გადაიყვანა. იქ ის "კომაში ჩავარდა" და ცოლს და ბიზნეს-პარტნიორებს განუცხადეს, რომ საქმე ცუდადაა.

ცოლს დაუძახა "მომაკვდავის" პირადმა ექიმმა და აუხსნა, რომ გამოჯანმრთელების შანსი ნულის ტოლია, მაგრამ აპარატზე შეერთებულმა ავადმყოფმა უგრძნობ მდგომარეობაში შეიძლება…



ალბათ უამრავ ადამიანზე ძლიერი შთაბეჭდილება მოუხდენია ამ მოხუცის საოცარ თვალებსა და მის კეთილშობილურ იერს. იგი გახლავთ 100 წლის დობრი დიმიტროვ დობრევი, რომელსაც მადლიერმა ადამიანებმა სიყვარულით პაპა დობრი შეარქვეს. დობრი დობრევი ბულგარელი მათხოვარია,

რომელიც

ყოველ დღე თავისი სოფლიდან ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადის ქალაქ

სოფიამდე და მთელ დღეს ატარებს ალექსანდრე ნევესკის საკათედრო ტაძართან, რათა ცოტაოდენი ფული მოაგროვოს. ზოგიერთი მას

ბულგარეთის ცოცხალ წმინდანადაც კი მიიჩნევს.




ისევ ჩუმი ოცნებები,

ისევ ჩუმი ფიქრები,

გადაღლილი სხეული და

მოგალობე რითმები.

ისევ ისევ მონატრება,

ისრვ ისევ ლოდინი,

ნეტავ როდის დამთავრდება

ამდენი მოლოდინი?

ჩაძირვები ოცნებებში,

იმედები ფიქრებში,

უკვეთესის მოლოდინში,

უკვეთესის იმედში.

გარდასული დრო და ჟამი,

გაცრეცილი წარსული,

აწმყო ფუჭი, მოიმედე,

მომავალი არ თქმული.

ყველაფერი არეული,

ყველაფერი აღქმული,

მარტოდ მარტო მოგონება,

მარტოდ მარტო წარსული.



ხანდახან იმისათვის, რომ წარმატებული ფოტო გადაიღო, სულაც არაა საჭირო იყო ცნობილი ფოტოგრაფი. შემთხვევითობა და იღბალი არანაკლებ დიდ როლს თამაშობს ამ დროს. ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე. სწორედ ამიტომ პროფესიონალი ფოტოგრაფები ხანდახან ასეულობით სურათს იღებენ, რომ დაიჭირონ ის ერთი, განსაკუთრებული კადრი, რომელიც წარმატებას მოუტანთ. სწორი რაკურსი, იღბლიანი შემთხვევითობა და ფოტოგრაფის სწრაფი რეაქცია პოპულარობის საწინდარია.

გთავაზობთ ფოტოსურათების კრებულს, რომლებზეც აღბეჭდილია სწორად შერჩეული უნიკალური მომენტები.



me var am samyaros erterti mcire certili,albat zogistvis zalian didi da nacnobi ,zogistvis ki saertod unmishvnelo da zlain patara,magram minda shvcvalo xolme ragaceb chems irgvliv,ar iyos boroteba ,shuri ,adamianebis dachagvra da rac mtavaria ar iyos sizulvili adaminebs shoris.isedac zalian cota xani vcxovrobt da arunda davkargot dro ragac uazrobashi da ertmanetis mimart zizigit.modi shevecadot viyot isetebi roogrebic ufalma gagvachina umankoebi da suftebi chveni tavebic da chveni sindisis cinashe,esa da es risi tqmac mindoda es mxolod chemi subieqturi azria,gamexardeba tu caikitxavt cinascar madloba NAI1994


წლები მიჰქრიან, არ ჩერდებიან,
დღეები სადღაც იკარგებიან,
მოგონებებად თავს გვეხვევიან,
ხანაც აშლიან ფიქრებს სევდიანს,


ქვეყნად ყველაფერს აქვს თვისი ხიბლი,
და თვისებები კარგი და ავი,
სიყვარულს, ვნებას, თუნდ სევდას, ტკივილს...
ყველას აქვს თვისი თეთრი და შავი.


არ არსებობდეს ქვეყნად სიკვდილი,
ფასი ექნება განა სიცოცხლეს?!
სიყვარულს რომ არ ახლდეს ტკივილი
განა ეს გრძნობა დიდხანს იცოცხლებს?


მარადიული არაფერია,
დასაწყისს მუდამ სდევს დასასრული,
მომავალიც ხომ ამავფერია,
ხვალ აწმყო ხდება, ზეგ კი წარსული


წლები მიჰქრიან. მიაქვთ ყოველი,
სიცოცხლე, ტრფობა, ახალგაზრდობა...
არავინ იცის ვის რა მოელის,
წლებს აღარ ძალუძთ არვის დანდობა..




Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.