Kasutaja nia päevik

nia
30, Tbilisi, Gruusia





საზამთრო, მიუხედავად თავისი სახელწოდებისა, ყოველთვის და ყველგან ზაფხულთან და სიცხესთან ასოცირდება. ეს ბევრისთვის საყვარელი, გემრიელი და წვნიანი ხილი გაგრილების საუკეთესო საშუალებაა. ამასთან, უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, გამოიყენება კოსმეტიკასა და დიეტოლოგიაში. კულინარიაში კი მისი შესაძლებლობები ძალიან შორს მიდის...


ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ამ გემრიელი ხილის სუფრასთან დესერტის სახით მიტანის რამდენიმე საინტერესო იდეა და ფოტოსურათები.


1. კარვინგი საზამთროზე.










ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა, ისეთი იყო, აგიხსნა როგორ, მოგონილია მასთან ჯოკონდა. გაქვავებული ჭაბუკნი იდგნენ, ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ, მიშტერებოდნენ იმ ლამაზ გოგოს და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი. ბოლოს და ბოლოს ერთმა მათგანმა იმ გაქვავებულ ჭაბუკთა შორის, ძლივს ამოღერღა სხვების მაგივრად: "მტრისას ასეთი ლამაზი ცოლი!" ლადო ასათიანი




ყველა ქალი ბოლო ბოლო ქალია,
ხან ყინვაა, ხანაც ცეცხლის ალია,
აფეთქდება? ტყვიასავით მალია,
მინელდება? ჩაგებული ხმალია.

ქალი ღმერთის უცნაური ქნარია,
ხან ნისლია, ხან ხილული ქარია,
თუ გაუღე მას ბოლომდე კარია
წაგიტაცებს როგორც ნიაღვარია.

ქალმა თუკი განდო გულის ნამალი,
ვერ გაგკურნავს შენ ვერცერთი წამალი,
გადალახო....ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ტრამალი,
ტყუილ სძებნო შენ იქ სხვა სამალავი.

ქალი? ქალი ტკბილი და ცხარეა,
ზოგჯერ მზეა, ზოგჯერ დილის ცვარია.
ერთ დღეს ხედავ მისხლტის ვერცხლის წყალია,
მეორე დღეს გელოდება წყნარია....
რადგან ქალი ბოლოს მაინც ქალია



Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.