დააფასეთ, ადამიანებო, ყოველი ის წუთი და წამიც, რომელსაც სიხარული თუ არა, ტკივილი მაინც არ მოაქვს თქვენთვის..
32, Paris, Prantsusmaa

რამდენი ტკივილი და სევდა ტრიალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგისთვის – ამომავალიც ჩამავალი.. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და სიხარულს სჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს.. მუდმივი ამაღლება და დაცემა – ესაა ჩვენი ცხოვრების რეალური სახე.. და თუ დღეს შენ თვლი, რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის.. იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან.. შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება.. დააფასეთ, ადამიანებო, ყოველი ის წუთი და წამიც, რომელსაც სიხარული თუ არა, ტკივილი მაინც არ მოაქვს თქვენთვის.. ესეც დიდი ბედნიერებაა!

10 vaatamisi
 
Kommentaarid
lizi777 14.03.2014

ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს.

meliqso 15.03.2014

რა მაგარი ბლოგია!თუ ეს სიტყვები შენი დაწერილია,შენი გრძნობებია,საღოლ შენ!..............მადლობა ღმერთს რო ასეთი სიტყვების დამწერი ,და ასეთი გრძნობების მქონე ადამიანი არსებობს.....იმ წუთმა,რაც ბლოგის წაკითხვას მოვანდომე და ნათელი სევდა მაგრძნობინა და ამისთვის მადლობა შენ!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.