Kasutaja GVaNC päevik

GVaNC
32, Paris, Prantsusmaa

28.05.2014

...რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ. მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება...ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარი ისაა რომელს მისცემს გაღვივების უფლებას.უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებსსიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს. სიკეთე .სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის -- ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარი აქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული. ყველასათვის უნდა გინდოდეს სიკეთე. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ,…


28.05.2014

ოჰ, ეს ფიქრები!.. როგორი სასტიკი არიან და როგორი ლმობიერი… თავისით მოდიან და თავისით მიდიან... ფიქრები ადამიანის ნაწილია, თვით ადამიანიც… ფიქრები სულიერებაცაა, ასევე ხორციელების განსახიერებაც… ფიქრებს ვერ უბრძანებ… შორეულ წარსულში გადაგაგდებენ, რომც არ გინდოდეს, მომავალშიც გადაგაფრენენ… ფიქრები ცხოვრების საუკეთესო მომენტებს მოგაგონებენ, ასევე გაგყვებიან დროის ყველაზე მტკივნეულ ადგილას...


მოდი შევეცადოდ არ ვაწყენინოთ ქალებ, რომ არ დავკარგოთ ისინი. ჩვენ ხშირად ვაღიზიანებთ მათ, საპასუხოთ კი უბრალოდ გვიღიმიან, იმიტომ რომ სინამდვილეში მათ არასდროს არ უნდათ კამათი, იმის მიუხედავათ თუ რა წყინთ. ჩვენ მათ ვატყუებთ, თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი იყოს, ისინი კი ყოველთვის ნერვიულობენ – სად ვართ? ვისთან ერთად ვართ? ჩვენს პასუხს ელოდებიან, მიუხედავად იმისა რომ ხშირად გვავიწყდება მიწერა. სხვა ქალებით ვერთობით და გვავიწყდება რომ სახლში – ის ერთადერთი გველოდება. მაგრამ დგება დრო როცა გვენატრება მათი გამთქმები: ქუდი დაიხურე? თბილად ჩაიცვი, ჭამე, არ დასველდე – გაცივდები. ისინი ბატარა ბავშვებივით არიან: როცა ვბრაზობთ ან ვყვირივართ, უსასრულოდ კამათობენ, სანამ არ დავნებდებით. ჩვენ ისინი ძალიან…


28.04.2014

მონატრება საკმაოდ უცნაური გრძნობაა.. თან გსიამოვნებს რომ გენატრება და თან აღარ გინდა რომ გენატრებოდეს… გსიამოვნებს იმიტომ, რომ ადრე იქნება თუ გვიან მაინც ნახავ და მაგრად, ძალიან მაგრად ჩაეხუტები და კიდევ 10 წუთი მაინც გენატრება, არ გჯერა რომ მასთან ერთად ხარ, რომ მას ეხუტები. ჩაეხუტები ისე ძლიერად როგორც არასდროს შეიგრძნობ და თითქმის სულში ჩაიძვრენ! მაშინ ყველაზე ძალიან გიყვარს! მაშინ აღმერთებ! მის მეტი აღარავინ და აღარაფერი გინდა! გინდა რომ დრო გაჩერდეს და სულ ასე ჩახუტებულები იყოთ! და პირველი კითხვაც მაშინვე მოდის: ”ხომ აღარ დამტოვებ? ხომ აღარ მომენატრები? ხომ სულ ჩემთან ერთად იქნები?” , პასუხი რათქმა უნდა დადებითია იმიტომ რომ მაგ დროს სხვა…


რამდენი ტკივილი და სევდა ტრიალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგისთვის – ამომავალიც ჩამავალი.. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და სიხარულს სჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს.. მუდმივი ამაღლება და დაცემა – ესაა ჩვენი ცხოვრების რეალური სახე.. და თუ დღეს შენ თვლი, რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის.. იმიტომ, რომ სწორედ…


14.03.2014

რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე, თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს...ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს, გეჩურჩულები–ნეტა ბედმა დამსაჯა რატომ?..გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ქარი, თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს. რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა...რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს, უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა...ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ, მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ...მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება, დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა...არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ–რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა...ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს, თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს...ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს–და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ...​


27.02.2014

სიტყვები იკარგება მაშინ, როცა გტკივა...
ეშმაკს ნებდები მაშინ, როცა ეჭვი ჩნდება...
მარტობაა გერევა მაშინ, როცა ბოროტდები...
სუსტი ხდები მაშინ, როცა ეჯიბრები...
იცი ეს და მაინც იტანჯები...
ცხოვრება იწყება ტირილით,
ბავშობა გრძელდება თამაშით,
სურვილი იბადება ვარსკვლავით,
ურთიერთობა ძლიერდება ღიმილით,
სიყვარული ახლოვდება ფერებით,
სიბერე გვეპარება სითბოთი,
გარდაცვალება იმალება ღრუბლებში
და იბადება ტირილი...
ყოველი დღე ხომ წინა დღის გაგრძელებაა? დასასრული, ამასთანავე ახლის დასაწყისი...
ხანდახან ჩვენში სახლდება სევდა, სევდა იმის, რომ ყველაფერი ერთფეროვანია...


სიყვარული ულამაზესი გრძნობაა, ის უბრალოდ უნდა იგრძნო და ამით ბედნიერი უნდა იყო. ბედნიერი იმით რომ შენ შეგიძლია ეს ნეტარება, ეს სილამაზე განიცადო. სილამაზე რომელიც შენში ცხოვრობს,შენით სულდგმულობს. არ იცი როდის მოვა თუმცა როცა კი მოვა მაშინვე მიხვდები. სიყვარული ყოველთვის არის ჩვენში, თუმცა ის ნაკვერჩხალა რომელსაც გაღვივება უნდა და ერთი პატარა სულის შებერვაც კი საკმარისია, იმ ადამიანისაგან რომ შენში ცეცხლი აგუზგუზდეს. ცეცხლი ნეტარებისა, ცეცხლი სილამაზისა, რომელსაც სახელად „სიყვარული„ ქვია. როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ, ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავ, და ცხოვრებაც გიხარია, გიხარია იმიტომ რომ , იცი ყოველდღე გაიგონებ იმ ლამაზ სიტყვას საყვარელი ადამიანისაგან, სიტყვას, რომელსაც ასე მოწიწებით უფრთხილდები, სიტყვას, რომელიც ძალას და…


როცა ვერავის ეუბნები რა ძვირფასია ის შენთვის - თვალებში მონატრება წრიალებს...♥ )) -არასოდეს დაგთმობ )) მე იმედებით ვცხოვრობ )) ოდესმე მაინც ვიცი დამინახავ და იტყვი რა ლამაზი ყოფილა ჩემი პატარაა...)) -არ ვიცი ვიღაც ტიროდა თუ სიყვარულზე მღეროდა...)) -ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია, ისე ვიწროვდება ჩემი ატმოსფერო, ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო, არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს... )) -გულში ნისლები... ისევ ფიქრები.. მკიდია ამ ქვეყნად თუ აღარ ვიქნები!...)) -რაღაც ყოველთვის მრჩება უთქმელი .. )) -ხანდახან დუმილი ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა...)) -გახსოვს რომ მიყვარდი? ... დაივიწყე...♥ )) -წახვედი და თითქოს ცხოვრებამ ფერები დაკარგა...♥ ))) -უბრალო ზღაპრის ცუდი დასასრული ვარ..)) -ქუჩაში ვიღაცამ ფიქრებთან შეშლილი…


20.02.2014

"ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს შენ უკანასკნელად ხედავ მათ ვინც ძალიან გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა: "ვწუხვარ", "მაპატიე", "გეთაყვა", "გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით... შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა…


← eelmine 1 2 3 4 5 ... 35 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.