Kasutaja GVaNC päevik

GVaNC
32, Paris, Prantsusmaa

24.01.2014

ნდობის ფასი არაფერი არ არის.. სასიამოვნოა როდესაც ირგვლივ გყავს ადამიანები რომელთა ნდობაც შეგიძლია.. მაგრამ ძალიან მტკივნეულია ის რომ სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები რომლებიც გულწრფელ ნდობას შენს წინააღმდეგ , ბოროტად, ან თუნდაც იმისთვის გამოიყენებენ რომ უბრალოდ დაგცინონ და გაერთონ.. ისევ გისმინონ და ისევ დაგცინონ.. ასე რომ არ უნდა ენდო ყველას მითუმეტეს იმას ვინც არ გენდობა შენ..


23.01.2014

– ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება, მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი. სიკვდილის მერეც ადამიანისაგან მარტო სინდისი რჩება, სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ, სული იგივე სინდისია, აქედან თავისთავად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი, ოღონდ, ისეთივე სუფთა, როგორიც თოვლი დევს უშბაზე, ისეთივე მშვიდი, როგორი მშვიდიც კვერცხია ბუდეში და ისეთივე მტკიცე, როგორი მტკიცეც ჩვილის გრდემლია, მუყაოს ფარი და პანტის ზარბაზანი, დიახ, ჩვილის გრდემლი, მუყაოს ფარი და პანტის ზარბაზანი, რამდენადაც მათი სიმტკიცე უსაზღვრო რწმენისა და შეუვალი გულუბრყვილობის ნაზავია და სხვა არაფერი.


23.01.2014

შეიძლება არ ვარ ისეთი როგორიც უნდა ვიყო და არც ისეთი არ ვარ როგორიც მე მინდა რომ ვიყო,მაგრამ ვარ ისეთი როგორიც ვარ,ზოგჯერ ზედმეტად მხიარული და ზოგჯერ ზედმეტად მოწყენილი)) ყველაზე მეტად რაც მახარებს ეს არის ის მომენტი როცა მეუბნებით რომ ჩემი ნახვისას რაღაცნაირად დადებითად იმუხტებით და ამბობთ რომ მე ვარ ადამიანი რომლის ნახვაც ყოველთვის გახარებთ.რა თქმა უნდა ეს არ ეხება ყველას,მაგრამ მადლობა მათ ვისაც ჩემი ნახვა კარგ ხასიათზე აყენებს და ვისაც არ ვევასები და ცუდ აურას ვუქმნი ნაკლებად მაინტერესებს,ეგ მაგათი პრობლემაა და არა ჩემი :)) მოკლედ როგორიც ვარ ეგეთი მიმიღეთ თუ არადა თითო-თითოდ გნებავთ წყვილებში ან ჯგუფურად მოხიეთ ჩემი ცხოვრებიდან :)))


22.01.2014

იცი რა მახსოვს..? მახსოვს დღე და ღამე...დიალოგი...ძილის წინ უაზროდ ფიქრები... კიდევ იცი რა მახსოვს...? გამოხედვა..თვალები... დიდი ლამაზი და ცისფერი...ოღონდ აი ისეთი რაღაცნაირი თვალები... კიდევ იცი რა მახსოვს...ოცნება..არა ოცნება არა ოცნებები... იცი კიდევ რა მახსოვს..? უაზროდ რომ ვიბუსხებოდი...შენ კიდევ ისე საყვარლად ბუზღუნებდი...ერთს მეტყოდი "მომენატრეო" "მიყვარხარო"და ყველაფერი იცვლებოდა... კიდევ მახსოვს დღები...როდესაც უბრალოდ ყველაზე მეტად მჭირდებოდი...და ვიცოდი რომ ჩემთან ვერ იქნებოდი...მახსოვს გრძნობა როდესაც ამ დროს მეუფლებოდა... და მახსოოვს დღე როდესააც დამთავრდაა...! ყველაფერი დამთავრდა....


21.01.2014

ხოდა ბოდიში ჩემი იმ მცირედი პირდაპირობისთვის, რასაც თქვენ უზრდელობას უძახით, ბოდიში ჩემი იმ ბოროტი ქცევისთვის რაც თქვენივე მოპყრობით დაიმსახურეთ, ბოდიში იმ სიკეთისთვის რომელიც თქვენ ვერ დააფასეთ, ბოდიშით იმ ტყუილისთვის, რომელიც მხოლოდ იმიტომ დავმალე რომ არმინდოდა გტკენოდათ, ბოდიში იმ სიმართლისთვის რომელიც არ გსიამოვნებთ.. ბოდიში ჩემი ასეთობისთვის.. და ბოდიში იმისთვის რომ ბოდიშს ვიხდი :)) მეტი რა გავაკეთო))))))))))


მთვარე -- ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ -- პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ -- გალანტური! ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე. წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... სხვა დროს არ მაცლიან, თორემ -- ვინ ოხერი. რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები. ქალაქს გადავხედე -- თვალი ამარიდა ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან, მოჩანს, დამიჯერე -- ბევრი არაფერი... და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.


ქალი სულით უმანკოა… ცხოვრებით ხშირად მანკიერი… ქალს კლავსუიმედობა,უსიყვარულოდ ყოფნა და უაზრობა… ის ყოველთვის უჩვეულოა…ამოუცნობი… დათანაც ყველაზე ურცხვი..ქალი არ არის მარტო ქალი… ის არისხშირად აზრიც..ბუნების, ცხოვრების ფიქრევბის წამების აზრი… ის არისყოველთვის ყველაფერზემეტი… ქალის სიწმინედ და პატიოსნება შეუბღალავია, დათუ შეიბღალა მაშინ ისყველაზე ბოროტია… ქალი კეთილია, მაგრამ ყოველთვისსაეჭვოდ „კეთილია“..ქალი ხანდახან ძლიერია, ხანდახან სუსტი, რაღაცნაირადდამანგერველი ძალებისმატარებელი… ქალი ვარდია… ყველაზე ეკლიანი ვარდი…ქალიხშირად ანგელოზია,კიდევ უფრო ხშირად ეშმაკზე უფრო დიდი ეშმაკი..ქალიმოტაცებული წამია… ქალი ბავშვია… ქალი ოცნებაა..დადაღული და ფაფარაშლილი…ქალი ჩაგვირისტებული სიცოცხლეა.. დიადი და გალაღებული….მას ძალუძსცვლილება.. კიდევ უფროხშირად დამღუპველი ცვლილება,,, ქალი ამქვეყნადგმირია… ყველაზე დაუცველიყველაზე უმწეო გმირი… ქალი ერთდროულად არის თასიდა ხმალი… სიძულვილი დასიყვარული… მტერი და მოყვარე…. ქალი მამაკაცებისდამსახურებული პატივიაა….ქალური…


_ მინდა, რომ სულ პაწაწინა ვიყო, _ ისეთი, ისეთი პაწაწინა, რომ შეუმჩნევლად მოვკალათდე შენს მხარზე, სული შეგიბერო და კიდევ ერთხელ შეგახსენო, რომ მარტო არ ხარ, რომ ვიღაც სხვასაც უყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ შენ ამას ვერ ხედავ, რადგან ახლა არ გჭირდება ამის დანახვა. მინდა, ხელი შეგახო ხელზე, თვალებში ჩაგხედო, შენს სულს შევხვდე და დავუმეგობრდე. მან ყველაზე მეტი იცის შენ შესახებ. მინდა არ ვილაპარაკო შენთან იმაზე, რაზეც სხვები ლაპარაკობენ. მინდა დავივიწყო შენთვის სიტყვა “არა”. მინდა, რომ გიყვარდე… უფრო სწორად, მინდოდა, გყვარებოდი… _ იცი? როცა გიყვარს ადამიანი, იდეალური გგონია იგი, მაგრამ მერე დგება მომენტი, რაღაც ფუჭდება და ცდილობ, ნაკლი უპოვო მას. და მხოლოდ…


20.01.2014

„ზოგჯერ სჯობს ბრმა და ყრუ იყო, რომ თვალსა და ხელს შუა არ დაგენგრეს ის ბედნიერება, რომელიც შენ თვითონ, წვალებით შექმენი და რომელიც ძალიან, ძალიან ძვირად გიღირს. ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ შეცდომები დაუშვას. თუ გიყვარს, თავისი შეცდომებით უნდა გიყვარდეს. თორემ ვინ არის იდეალური. ნამდვილი სიყვარული კი არასოდეს რჩება უპასუხოდო“..


რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე. ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა, ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით. რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები? მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები ! ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად... ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე, ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი...შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი...


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.