Kasutaja GVaNC päevik

GVaNC
32, Paris, Prantsusmaa

20.03.2014

წვიმა მიყვარს, წვიმაში მარტო სეირნობა. მარტოობაც მიყვარს, უკეთესად ვგრძნობ თავს… მაგრამ ვერასოდეს ვრჩები მარტო. წვიმის თითოეული წვეთი მეჩურჩულება, ამბებს მიყვება: სიყვარულზე, ბედნიერებაზე…მერე მეხუტებიან და ჩემს სხეულს ესვენებიან… მათთან ლაპარაკი მიყვარს, ალბათ იმიტომ,რომ ისინიც ჩემნაირი მარტოხელები არიან…ცარიელ ქუჩებში სეირნობა მიყვარს და შორს, მოღრუბლულ ცაში ყურება, თითქოს ვირაცას ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ…წვიმის წვეთები კი ისევ ჩემთან რჩებიან… თმა მისველდება, სევდიანი თვალებიდან წამომსკდარი ცრემლები კი პატარა ნაკადულებს უერთდება, ლოყებზე რომ მოდიან.. არ მეშინია წვიმის წვეთების, არც სიცივის, მარტო დარჩენის მეშინია.მეშინია, რომ არასოდეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გამათბობს, ჩამეხუტება, მერე ტუჩებს შემახებს გაყინულ ლოყებზე და კოცნას მაჩუქებს, ჩამჩურჩულებს ნუ გეშინია, მარტო აღარ ხარო…მინდა ერთად ვიყოთ,…


04.02.2014

რატომ ვერ ვაფასებთ ადამიანები ერთმანეთს?....რატომ ვერ ვაფასებთ ერთმანეთის გრძნობებს?...სიამაყესა და სიჯიუტეს როგორ ვაძლევთ იმის უფლებას,ჩვენი ცხოვრებიდან ისეთი ადამიანები გააქროს,ვისთვისაც ძალიან ბევრს ვნიშნავთ... ნუთუ ასე ძნელია აღიარო, რომ ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის... ჯიუტად ვუარყოფთ მათ გრძნობებს და საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებით იმაში რომ ჩვენც გვიყვარს...ჩვენც გვენატრება...ჩვენც ვფიქრობთ "მასზე"... მერე კი.....მერე მათაც ბეზრდებათ....ვერ ეგუებიან მუდმივ უარყოფას,დამცირებას,სიცივეს...მიდიან გულნატკენნი...დამცირებულნი...უარყოფილნი...მიდიან და გვტოვებენ საკუთარ თავზე,საკუთარ სიამაყეზე ბოღმით აღვსილნს....სიამაყეზე რომელმაც ის დაგვაკარგინა ვისთვისაც ჩვენ ვიყავით მთელი სამყარო...ვისთანაც გვქონდა შანსი მარადიულად გვეცხოვრა ციდან სამ მეტრზე


ცხოვრება კიბეა. კიბე, რომელზეც მეორედ ვერც ავივლით და ვერც ჩამოვივლით.ცხოვრება კიბეა. ზოგისთვის გრძელი და ზოგისთვის მოკლე. ვისთვის ხითაა ნაგები და ვისთვის მარმარილოთია მოფენილი.ფრთხილად უნდა ავიაროთ, რადგან ზოგიერთ ადგილას შეიძლება ლურსმანი იყოს ამოშვერილი.თითოეული დაბადების დღე ახალ საფეხურზე ასვლას ნიშნავს და მასზე დადგომისთანავე, თითქოს წინა საფეხურები ქრება და უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება. ასვლის პროცესში ვჩქარობთ, გვინდა მალე ავიდეთ, მაგრამ როცა ბოლო საფეხურებს მივუახლოვდებით, შეგვენანება და უკან დაბრუნებას ვნატრობთ.ბევრ ბოროტებას ვხვდებით. კიბეზე ზოგი ჩვენ გვკრავს ხელს, ზოგს ჩვენ ვკრავთ, გადაგვაგდებენ ან გადავაგდებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვინანებთ. როცა ზემოდან იმ საფეხურს გადმოვხედავთ, მივხვდებით, რომ იმ ადამიანს ისეთი არაფერი დაუშავებია და შეიძლებოდა მასთან ერთად მშვიდობიანად…


ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რასაც ფეხით ვთელავთ….მაგრამ მაინც გვავიწყდება ცაში ახედვა…. ათას თვალს ვხედავთ,მაგრამ გვავიწყდება საყვარელი თვალების ფერი და სითბო… რთულ და გაუგებარ საკითხებზე ვსაუბრობთ,მაგრამ ხშირად გვავიწყდება ის,რაც ელემენტალურია… ხშირად ტყუილს ვამბობთ იმიტომ,რომ სიმართლის გვეშინია…. მილიონ სიტყვას ვამბობთ,მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს…. კოშმარულ სიზმრებს ვყვებით და გვავიწყდება ყველაზე ტკბილი სიზმრები… ვიცით, რომ სურვილი არ ასრულდება,მაგრამ მაინც ვეძებთ ხუთფურცლიან იასამნის ყვავლის,როგორც ბავშვობაში… ასობით ადამიანს ვხვდებით,მაშინ როცა გვენატრება მხოლოდ ერთი… ვიღიმით მაშინ როცა სინამდვილეში ტირილი გვინდა…. ვამბობთ,რომ ყველაფერი კარგადაა,როცა ძალიან ცუდად ვართ… ხელებს ჯიბეებში ვიწყობთ,როდესაც ხელის ჩაკიდება გვინდა…. ვუსმენთ მუსიკას,როდესაც გვეშინია სიჩუმის… უამრავ რჩევას ვაძლევთ სხვას,მაგრამ ვიცით ,რომ ჩვენ თვითონ მასე ვერასოდეს მოვიქცეოდით…


01.02.2014

ხალხის უმეტესობა კი არ ცხოვრობს, გარბის. ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზანს და სირბილისაგან ქანცგაწყვეტილი კარგავს ამქვეყნიური სილამაზის შეგრძნების უნარს.ცხოვრებაში მთავარი დიდი სიხარული არ არის. მთავარია, შენ თვითონ შეგეძლოს პატარ-პატარა ბედნიერებებისგან დიდი სიხარული შექმნა. ბედნიერების ნამდვილ საიდუმლოს მივაგენი... დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო. უსასრულოდ არ უნდა მისტიროდე ძველს და იმედს მომავალზე არ უნდა ამყარებდე. ცხოვრებიდან რაც შეიძლება მეტი უნდა მიიღო..


1)ურთიერთობებში არსებობს სამი ეტაპი: სურვილი, გატაცება და დამოკიდებულება. სურვილი ეს არის ფიზიკური მოთხოვნილება. გატაცება ეს ფიქსაციაა ობიექტზე. დამოკიდებულება კი მტკიცე კავშირი, რომელიც უკვე მომავალში განსახორციელებელ პროგრამებს მოიცავს. ეს გრძნობა მოთხოვს კონკრეტული ადამიანის ყოფნას სიცოცხლის ბოლომდე.
2)❤ თუ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან ექსტრემალურ სიტუაციაში, მაშინ ბევრად უფრო დიდი შანსია რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდეთ, ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

❤ შოკოლადს არაბი შეიხები "სიყვარულის ნარკოტიკს" უწოდებდნენ და 50 ჭიქა შოკოლადს სვავდნენ ცოლების მონახულების წინ.❤ ადამიანების უმრავლესობას ქორწინებამდე 7-ჯერ უყვარდება.
3)❤ ადამიანები, რომლებსაც არასოდეს ყვარებიათ, იტანჯებიან დაავადებით- გიპაპოტუიტარიზმი, ის არ რთავს ნებას იგრძნონ ემოცია რასაც სიყვარული ქვია.
❤ გაწყვეტილ ურთიერთობას, სასიყვარულო იმედგაცრუებას ზოგიერთი ადამიანი მიჰყავს შეგნებამდე,…


ერთ დღეს ძალიან მდიდარმა ოჯახმა თავისი შვილი სოფელში წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები. მათ რამოდენიმე დღე გაატარეს, სოფელში მდგარ პატარა ღარიბულ ქოხში და ამის შემდეგ ისევ შინისაკენ გაეშურნენ. გზაში მამასა და შვილს შორის ამგვარი დიალოგი გაიმართა: - როგორ მოგეწონა მოგზაურობა, შვილო?.. - ჰკითხა მამამ შვილს. - ძალიან მომეწონა, მამა - უპასუხა შვილმა. - ხომ ნახე , თუ როგორ ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები?.. -ჰკითხა მამამ. - კი,მამი.რა თქმა უნდა -უპასუხა შვილმა - კარგი მაშინ მითხარი რა ისწავლე ამ მოგზაურობიდან?.. - იკითხა მამამ და სიამაყით მოემზადა შვილის პასუხის მოსასმენად. შვილმა უპასუხა : ჩვენ მხოლოდ 1 ძაღლი…


17.08.2014

,ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.“


26.01.2014

პირველი თვე ვერაფერსაც ვერ გაიგებ, მეორე თვე-რაღაც ახლის მოლოდინი, მესამე თვე - მოლოდინის გამართლება მეოთხეში ფეხებს გირტყამს მომლოდინე. მეხუთე თვეს უფრო მკაცრად გეჩხუბება, ხან იცინის, ხან კი ვერას გაგებინებს, მეექვსე თვე - უფრო ჭარბი სიხარული მოლოდინი შენი და იმ მომლოდინეს ფორიაქი, მეშვიდეში დრო ვერ გადის, ანდა გადის კუს ნაბიჯით, გულს გითრთოლებს, მერვე თვეა - უფრო მეტად შეიგრძნობ და ის ლოდინის მხოლოდ ერთ თვეს დაგიტოვებს. ნელა გადის, ელოდები მის თბილ ხელებს, პირველ ტირილს პირველ სიცილს და მის თვალებს, მეცხრე თვეში აგისრულებს შენს ოცნებას და შენს მკერდზე დაიძინებს “მომლოდინე“.


25.01.2014

,,იქნებ ადამიანს დაბადებიდანვე მიჰყვება თან თავისი წილი სევდა, რომელიც მერე, სიცოცხლის ბოლომდე განუყრელი თანამგზავრივით დაჰყვება ფეხდაფეხ. ტბასავით უძირო და ღრმაა ადამიანთა სევდა-ნაცრისფერი და ტკივილიანი, მაგრამ ღმერთმა ამ სევდასთან ერთად მოსაწყენი ყოველდღიურობის ნათელი ფერებით ასავსებად პატარ-პატარა სიხარულიც გვიბოძა.. და სწორედ ამ პატარ-პატარა სიხარულისთვის ღირს და ფასობს სოცოცხლე.”


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.